ლიონელ მესის ყოფილმა თანაგუნდელმა, ბელარუსმა ალეკსანდრ გლებმა ლიონელ მესის ნიჭზე ისაუბრა.
„მესის საფეხბურთო ნიჭის სახით ბუნებისგან დიდი საჩუქარი მიეცა. მასთან ერთად თამაში მომიწია და ვერ ვიტყოდი, რომ ვარჯიშებზე იგი განსაკუთრებულად შრომობდა. ლიონელი განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა, როდესაც თანაგუნდელები ვარჯიშობდნენ. იგივე დარბაზშიც ხდებოდა. ამის მიუხედავად, როდესაც მას ბურთი აქვს, მისი შეჩერება შეუძლებელია“, – განაცხადა გლებმა.
შეგახსენებთ, რომ გლები „ბარსაში“ 2008 წლიდან 2011 წლამდე თამაშობდა.