“ლივერპული” მეკარეს გუნდიდან უშვებს

ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპული” ბრედ ჯონსს შეელევა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდული კლუბი 33 წლის ავსტრალიელ კიპერთან თანამშრომლობის გაგრძელებით დაინტერესებული იყო, თუმცა ბოლო მატჩებში ჯონსი განაცხადშიც ვერ ხვდება და სიმონ მინიოლეს შემცვლელად მესამე მეკარე დენი უორდს აყენებენ.

ბრედ ჯონსი “ლივერპულს” 2010/11 წლების სეზონში შეუერთდა, თუმცა მალევე “დერბი ქაუნთში” გაასხვისეს. მერსისაიდულ გუნდში ავსტრალიელმა მეკარემ ინგლისის პრემიერლიგის ოთხ სეზონში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა.

 

“ლივერპული” ჯონსს გახანგრძლივებას სთავაზობს

“ლივერპულს” გუნდის სათადარიგო მეკარესთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს.

33 წლის მეკარეს ზაფხულში ეწურება კონტრაქტის ვადა, მაგრამ ბრენდან როჯერსი მიიჩნევს, რომ ბრედი გუნდში საჭიროა, იტყობინება Liverpool Echo.

ჯონსი “ლივერპულში” ხუთი წლის წინ “მიდლსბროდან”, 2.3 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. პეპე რეინას და სიმონ მინიოლეს კონკურენციას ვერ უწევს, ამიტომ სკამზე ზის.

ამ ხუთი წლის მანძილზე, ბრედ ჯონსმა მერსისაიდელტა ფორმით მხოლოდ 25 მატჩი ჩაატარა.

“ლივერპულის” მეკარეს მატჩის მიმდინარეობისას კინაღამ ჩაეძინა

ინგლისის პრემიერლიგის XII ტურში “კრისტალ პალასსა” და “ლივერპულს” შორის გამართული მატჩის (3:1) მიმდინარეობისას სათადარიგოთა სკამზე მჯდარ სტუმართა გუნდის კიპერ ბრედ ჯონსს კინაღამ ჩაეძინა.