ბატლერმა „ჩიკაგოში“ მაიკლ ჯორდანის რეკორდი გაიმეორა

„ფილადელფია სიქსერსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში 26 საჯარიმო სროლიდან 21 სროლის ჩაგდებით „ჩიკაგო ბულსის“ შემტევი უკანახაზელი ჯიმი ბატლერი თავისი გუნდის ისტორიაში ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის შემდეგ მეორე გახდა, ვინც ოფიციალურ მატჩში მინიმუმ 20 საჯარიმო ზუსტად ისროლა.

ამ შეხვედრაში ჯიმის თანაგუნდელებმა, ჯამში, მხოლოდ ექვსი საჯარიმო შეასრულეს – ორ-ორჯერ ხაზიდან ფორვარდებმა ტაჯ გიბსონმა, ნიკოლა მიროტიჩმა და ჟოაკიმ ნოამ ისროლეს.

სათქმელი ისიცაა, რომ ბატლერმა, ჯამში, ფილადელფიელთა ყველა კალათბურთელზე მეტი საჯარიმო სროლა ჩააგდო. „სიქსერსის“ მოთამაშეებმა 20 სროლიდან 15 გამოიყენეს.

ბატლერმა ფაჩულიას აჯობა და ჩინებული დანკი შეასრულა (ვიდეო)

„მილუოკი აბქსთან“ შეხვერაში „ჩიკაგო ბულზის“ უკანახაზელმა ჯიმი ბატლერმა სამქულიან ზონაში კრის მიდლტონს გასცდა, რის შემდეგაც ზაზა ფაჩულიას მხრიდან წინააღმდეგობის მიხუედავად, ბურთი ორი ხელით მეტოქის ფარში ჩატენა.

ბატლერი ჩიკაგოზე ნაწყენი არაა

„ჩიკაგო ბულზის“ ხელმძღვანელობას 31 ოქტომბრამდე ჯიმი ბატლერთან კონტრაქტის გახანგრძლივება შეეძლო, თუმცა მხარეებმა საბოლოოდ ვერ მოილაპარაკეს.

ასეა თუ ისე, თავად კალათბურთელი ამ ფაქტს ნორმალურად აფასებს.

„ჩიკაგო, როგორც ქალაქი, ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ამის შესახებ ყველამ იცის. ვგრძნობ, რომ გუნდს მატჩების მოგებაში უნდა ვეხმარებოდე. ტიტულის მოგება მინდა. ფული პრობლემა არასდროს იყო. ის, რასაც ახლა მიხდიან, მყოფნის.

უბრალოდ, თანაგუნდელებისთვის, მწვრთნელებისთვისა და ქალაქისთვის იმის დამტკიცება მსურდა, რომ აქ დავრჩები“, – განაცხადა ბატლერმა, რომელმაც მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში საშუალოდ 6,2 მოხსნა, 3,5 გადაცემა და 1,5 ჩაჭრა მიითვალა.