მესი არგენტინის ნაკრებს ოლიმპიადაზე ვერ დაეხმარება

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხერარდო მარტინოს თქმით, ლიონელ მესი რიო-დე-ჟანეიროში ჩასატარებელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს.

„მესი ოლიმპიურ თამაშებზე ვერ ითამაშებს, რადგან წელს არგენტინის ნაკრებს ბევრი მატჩი ელის.

წინ კოპა ამერიკა და ოლიმპიური თამაშები გვაქვს, რის შემდეგაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოთხი შეხვედრა გვექნება.

რეალობა ისეთია, რომ „ბარსელონას“ სეზონიც გრძელვადიანი იქნება. ყოველი მატჩის მოგება მინდა, ოღონდ არა ასეთი ფასით. ფეხბურთელების მოედანზე გამოყვანას და იქ მათ მოკვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა არგენტინელთა თავკაცმა.

დღეს 2016 წლის ოლიმპიადის მასკოტები წარადგინეს

დღეს რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასკოტები წარადგინეს.

დიზაინერების თქმით, 2016 წლის მასკოტები სუპერშესაძლებლობების მქონე კაცუნები არიან, რომელთა სახელებიც ჯერჯერობით უცნობია. ორივე მასკოტს სახელს არჩევნების დახმარებით დაარქმევენ. ჯერჯერობით სახელების სამი ვარიანტი არსებობს, ესენია: ობა და ება, ტიბა ტუკე და ესკუინდიმი და ასევე ვინისიუსი და ტომი. არჩევნებში მონაწილეობას თავად ბრაზილიის მოსახლეობა მიიღებს, ხოლო მისი შედეგები 14 დეკემბერს გაირკვევა.