შაჩირი ინგლისის პრემიერლიგაში მიდის

ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ მილანის “ინტერი” ჯერდან შაჩირის ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “სტოკ სიტიში” უშვებს. წყაროს თქმით, გუნდებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 17 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ინგლისურ კლუბს თავად ფეხბურთელთან შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევია.

შეგახსენებთ, რომ ჯერდან შაჩირი “ინტერში” ამა წლის იანვარში მიუნხენის “ბაიერნიდან” გადავიდა. ჯერ კიდევ ამ დროს ცდილობდა “სტოკი” შვეიცარიელი ფეხბურთელის თავისთან გადაბირებას.

იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჯერდან შაჩირიმ 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

შაჩირი: „ინტერი“ „ბაიერნის“ დონის გუნდი არაა“

„Srf Radio“-ს ეთერში ნახევარმცველმა ჯერდან შაჩირიმ განაცხადა, რომ „ინტერში“ გადასვლას არ ნანობს.

„საუკეთესო გუნდი, რომლის რიგებშიც თამაში მომიწია, მიუნხენის „ბაიერნია“. ამჟამად „ინტერი“ მის დონეზე არაა. ეს ზუსტად ისაა, რაც მჭირდებოდა. შევეცდები, გუნდს ძველი პოზიციების დაბრუნებაში დავეხმარო.

აქ დავრჩები, რადგან კარგი პერპექტივები მაქვს. ჩვენ პროექტი გვაქვს და ის მწვრთნელი გვყავს, რომელსაც წარმატების მიღწევა შეუძლია“, – განაცხადა შვეიცარელმა.

შაჩირის სადებიუტო გოლი და „ინტერის“ გამარჯვება თასის 1/8 ფინალში (ვიდეო)

იტალიის თასის 1/8 ფინალურ მატჩში „ინტერმა“ „სამპდორიას“ უმასპინძლა და ანაგრიშით 2:0 დაამარცხა.

სტუმრები უკვე მე-12 წუთზე ათ კაცით დარჩნენ, როდესაც ნენად კრსტიჩმა წითელი ბარათი მიიღო. 37-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშს გახსნა შეეძლოთ, თუმცა მაურო იკარდიმ პენალტი ვერ გაიტანა.

პირველი ოგლი მხოლოდ 71-ე წუთზე გავიდა – „ნერაძურის“ შემადგენლობაში სადებიუტო ბურთი შერდან შაჩირიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარელს საგოლე პასი ლუკას პოდოლსკის გაიტანა, შესაბამისად, ეს გოლი მასპინძელთა ორი დებიუტანტის წყალობით გავიდა. რამდენიმე წუთში მთავარმა მსაჯმა გენუელთა კიდევ ერთ ფეხბურთელი გააძევა – პაველ ვშოლეკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. საბოლოო შედეგი კი ტაბლოზე მაურო იკარდიმ დააფიქსირა.

აქედან გამომდინარე, რობერტო მანჩნის გუნდი „კოპა იტალიას“ 1/4 ფინალში გავიდა, სადაც სამ თებერვალს „ნაპოლი“ – „უდინეზეს“ მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

„ინტერი“ – „სამპდორია“ 2:0
გოლები: შაჩირი 71′, იკარდი 88′

გაფრთხილებები: ანდრეოლი 22′, პოდოლსკი 41, შაჩირი 63′ – ვშოლეკი 36′, რომანიოი 60′, გასტარდელო 78′
გაძევება: კრსტიჩიჩი 12′, ვლოშეკი 77′

შაჩირი “ინტერში” ითამაშებს

მილანის “ინტერის” ოფიციალური ტელეარხის ეთერში გამოაცხადეს, რომ კლუბმა მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ჯერდან შაჩირისთან შეთანხმებას მიაღწია.

23 წლის შვეიცარიელი ფეხბურთელი კარიერას “ნერიაძურიში” გააგრძელებს.

“ინტერმა” და “ბაიერნმა” შაჩირის ტრანსფერის პირობებზე შეთანხმებას მიაღწიეს. გარიგების დასრულებამდე დოკუმენტაციის გაფორმებაღა დარჩა”, – ნათქვამია მილანური კლუბის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

„ბაიერნმა“ შაჩირი „ნაპოლიში“ არ გაუშვა

მიუნხენის „ბაიერნის“ 23 წლის ნახევარმცველს ჯერდან შაჩირის ფრანკ რიბერისთან და არიენ რობენთან კონკურენცია უჭირს – მიმდინარე სეზონში შვეიცარელმა ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და, ძირითადად, მოედანზე ცვლილებაზე შედიოდა.

აღნიშნული სიტუაციის გამოყენება „ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა ისურვეს, რომლებიც ტრავმირებული ლორენცო ინსინიეს შემცვლელის მოძებნას ცდილობენ.

„მე „ნაპოლის“ შაჩირიზე ვესაუბრე, თუმცა „ბაიერნი“ ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ გეგმავს. ჯერდანს ნებისმიერ იტალიურ კლუბში თამაში შეუძლია, მაგრამ, ვფიქრობ, „ნაპოლი“ მას ყველაზე მეტად მოუხდებოდა“, – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ბრუნო სავინიმ.

ნეაპოლიტანელთა გარდა, ნიჭიერი შუახაზელის შეძენის სურვილი ასევე „იუვენტუსს“, „რომასა“ და „ინტერს“ აქვთ. ამავდროულად სამივე ამ კლუბს შვეიცარელის იჯარით დამატება სურს.