“სპორტინგსა” და “მარიბორს” შორის მატჩი სტადიონის განათების პრობლემის გამო შეწყდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლისაბონის “სპორტინგსა” და “მარიბორს” შორის მიმდინარე მატჩი სტადიონის განათებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო შეწყდა.

შეხვედრის მეორე ტაიმის დაწყებამდე “ჟოზე ალვალადეს” განათების სისტემის მხოლოს ნახევარი მუშაობდა და მთავარმა არბიტრმა კრეიგ ტომპსონმა გადაწყვიტა, მატჩი არ განეახლებინა მანამ, სანამ პრობლემა არ მოგვარდებოდა.

ნახევარ საათზე მეტი დრო დასჭირდა სტადიონზე განათების სისტემის სრულ აღდგენას, რის შემდეგაც მატჩი განახლდა.