ოფიციალურად: გრანიტ ჯაკამ “არსენალთან” გაახანგრძლივა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც “მეთოფეთა განცხადებიდან ვკითხულობთ, შვეიცარიელმა “ხანგრძლივ დროიანი” ხელშეკრულება გააფორმა. ხოლო, ხელფასის დეტალზე არაფერია ნახსენები.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მოთამაშე 2016 წელს მიუნხენგლადბახის “ბორუსიადან” შეუერთდა “არსენალს”. მან გასულ სეზონში პრემიერ ლიგის 38-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადიანაც 37 მათგანში ძირითად შემადგენლობაში იყო.

ვენგერი ჯაკას წითელ ბარათზე საუბრისას: “წითელი კი არა, მუქი ყვითელი ბარათი იყო”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “არსენალისა” და “სუონსის” შორის გამართული მატჩის შემდეგ (3-2) მსაჯის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელმაც მოედნიდან “მეთოფეთა” ახალწვეული, გრანიტ ჯაკა გააძევა.

“ნამდვილად არასასიამოვნო მომენტი იყო. მსაჯმა კაშკაშა წითელ ბარათზე გააკეთა არჩევანი, როდესაც სიტუაციას მუქი ყვითელი უფრო შეეფერებოდა.

ჯაკა ბინძური ფეხბურთელი ნამდვილად არ არის. რამდენადაც მე ვიცი, ბეროუმაც შეიტანა რაღაც წვლილი მის გაძევებაში. თუმცა, ყველასათვის ნათელია ის ფაქტი, რომ მსაჯის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.” – განაცხადა ვენგერმა.

გრანიტ ჯაკამ ბრიტანული პრემიერ ლიგა გერმანულ ბუნდესლიგას შეადარა

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც ამ ზაფხულს “მიუნხენგლადბახის ბორუსიადან” ლონდონის “არსენალში” გადაბარგდა, აცხადებს, რომ ბუნდესლიგაში თამაში უფრო ადვილია, ვიდრე პრემიერ ლიგაში ასპარეზობა.

“ფიზიკური თვალსაზრისით, ინგლისურ ჩემპიონატში თამაში უფრო რთულია, ვიდრე ბუნდესლიგაში.

ამასთანავე, აქ ტემპი უფრო მაღალია და ზეწოლაც გაცილებით უფრო მეტია, განსაკუთრებით კი აქ, “არსენალში”, რომლისგანაც უფრო მეტს ელიან, ვიდრე “გლადბახისაგან”.

ტექნიკური და ტაქტიკური კუთხით კი ვთვლი, რომ ბუნდესლიგა და პრემიერ ლიგა ერთ დონეზე დგანან.” – განაცხადა ჯაკამ.

ძმები მიღებული თანხის 80 პროცენტს თავის ოჯახს უგზავნიან

გრანიტ ჯაკა ხუან მატას “ფეხბურთის ყველაზე კარგი ტიპის” სტატუსს სერიოზულიად უმიზნებს – მან განაცხადა, რომ ის კლუბისგან მიღებული თანხის 80 პროცენტს თავის ოჯახს უგზავნის.

“რადგანაც ჩვენ ჩვენი ოჯახის ვალი გვმართებს, გვინდა, რომ მათ მადლობა ასე გადავუხადოთ.” – განუცხადა ჯაკამ RedaktionsNetzwerk Deutschland-ს.

“და ჩვენ ყოველთვიურად, მათ ფეხბურთიდან შემოსული თანხის 80 პროცენტს ვაძლევთ. მართალია, რომ ჩვენი ხელფასები განსხვავებულია, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ახალგაზრდები ვართ, ფული ბლომად გვაქვს, მისი განიავება კი საკმაოდ ადვილად შეიძლება.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ვიღაცაზე დიდია, ეს მხოლოდ იმიტომ რომ მეტი თანხა აქვს საკუთარ ანგარიშზე. თუმცა ძირს დაცემა მათთვისაც ძალიან ადვილია.

ოჯახი ყველაზე ღირებული რამ არის.”

ჯაკა: „ბედნიერი ვარ, რომ „მეთოფე“ გავხდი“

„არსენალის“ ახალწვეული გრანიტ ჯაკა ლონდონურ კლუბში ტრანსფერით კმაყოფილია.

„თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ, რომ „მეთოფე“ გავხდი. ეს საპასუხისმგებლო კვირა იყო, თუმცა ახლა უკვე ოფიციალურად „არსენალის“ მოთამაშე ვარ, რაც ძალიან მიხარია. ჩვენი სტადიონი უკვე ვნახე – ის შესანიშნავია“, – ციტირებს ფეხბურთელს Goal.com.

“გულწრფელად რომ ვთქვა, პირლოსა და ჯაკას შორის რაღაც მსგავსებას ვხედავ”

ლონდონის “არსენალის” ახალწვეული, გრანიტ ჯაკა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, იოჰან ჯურუმ შეაქო და ის ანდრეა პირლოსაც შეადარა.

“გრანიტი დიდებული ფეხბურთელია. მას მაგიური მარცხენა აქვს, მშვენივრად შეუძლია ბურთის კონტროლი და პასის ნებისმიერ წერტილში გაკეთება. ის ძლიერი თავდამსხმელია – ძალიან კარგია ართმევებშიც – საერთო ჯამში, ის ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია.

ის მშვემოვრად ხედავს მოედანს, შეუძლია ბურთის ართმევა, ასისტის გაკეთება. ვიტყოდი, რომ ის ცოტათი ანდრეა პირლოსაც წააგავს.

მას შეუძლია 40 მეტრიდან ზუსტი პასი გაგიკეთოს. ის ჭკვიანი ფეხბურთელია, თუმცა მისი კოზირი მაინც ფიზიკური სიძლიერეა. ”

შეგახსენებთ, რომ “არსენალმა” ჯაკა გერმანლი “ვოლფსბურგიდან”, 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა.

გრანიტ ჯაკა “არსენალის” ფეხბურთელია

გრანიტ ჯაკას ტრანსფერი ლონდონის “არსენალში” სულ მალე ოფიციალურად დადასტურდება, რისი თქმაც მას შემდეგ ხდება შესაძლებელი, რაც გამოქვეყნდა ფეხბურთელის ფოტოები, სადაც ის ლონდონური კლუბის ფორმაშია გამოწყობილი.

23 წლის ფეხბურთელი ლონდონში პარასკევს ჩაფრინდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაეარა მანამ, სანამ ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერდა. რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, “გლადბახი” სავარაუდოდ 43 მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯაკა ლონდონის “არსენალის” ახალ ფორმაშია გამოწყობილი, რომლის პრეზენტაციაც ჯერაც არ მომხდარა.

აღნიშნულ ფოტოებს კოსოვოს მოქალაქე ვალონ დემირი ავრცელებს.

ჯაკა: “ჩემი მომავალი ევროპის ჩემპიონატამდე გადაწყდება”

გრანიტ ჯაკამ გერმანულ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კლუბთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღებს.

“ამის შესახებ მე არ უნდა მესაუბრებოდეთ, თქვენ მაქს ებერლთან (“მიუნხენგლადბახის” სპორტული დირექტორი) უნდა მიხვიდეთ.

სეზონი უკვე დასრულდა. ასე რომ, გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ამ საკითხს მომდევნო დღეებში, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად განვიხილავ. გადაწყვეტილებას კი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მივიღებ.” – განაცხადა არსენ ვენგერის სამიზნემ.

“ლივერპულმა” შვეიცარიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი გაამზადა

“ლივერპული” მიუნხენგლადბახის “ბორუსიასა” და შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველ გრანიტ ჯაკათი დაინტერესდა.

გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ მერსისაიდულმა გუნდმა შვეიცარიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გაამზადა.

გრანიტ ჯაკამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო.

 

გრანიტ ჯაკამ გატანილი გოლის შემდეგ თითქმის მთელი მოედანი გაირბინა (ვიდეო)

14 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგაში მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “კიოლნი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დამატებულ პირველ წუთზე, გრანტი ჯაკამ გაიტანა. შვეიცარიელმა გატანილი გოლის შემდეგ თითქმის მთელი მოედანი გაირბინა.

გრანიტ ჯაკას სუპერ-საჯარიმო “ვილიარეალის” კარში (ვიდეო)

27 ნოემბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ვილიარეალსა” და მიონხენგლადბახის “ბორუსიას” შორის გამართულ შეხვედრაში (2:2), გრანიტ ჯაკამ ესპანურ გუნდს შესანიშნავი გოლი გაუტანა.