„იუვენტუსი“ ბენატიათი დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ მიუნხენის „ბაიერნის“ მცველით მეხდი მენატიათი დაინტერესდა. როგორც ცნობილი და ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „Corriere dello Sport“-ი იტყობინება, გერმანული კლუბი მოთამაშის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხვოს.

ბენატიას იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ერთი წლის წინ მიუნხენელებმა ის „რომასგან“ შეიძინეს, თუმცა ფეხბურთელის თამაშმა მოლოდინი ვერ გაამართლა. 2014/15 წლების სეზონის ბუნდესლიგის გათამაშებაში მცველმა 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ბენატია: „რომა“ „მანჩესტერ სიტიზე“ უფრო ძლიერია“

„ბაიერნის“ მცველის მეხდი ბენატიას აზრით, მის გუნდ „რომას“ „მანჩესტერ სიტისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში წარმატების მიღწევა შეუძლია.

„რომა“ „მანჩესტერ სიტიზე“ ძლიერია. თუ „ჯალოროსი“ „სიტისთან“ ისე ითამაშებს, როგორც კვირას „ინტერთან“ ითამაშა, მაშინ პლეი-ოფში თავისუფლად გავა.

რაც შეეხება სკუდეტოს, „იუვე“ და „რომა“ მისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. ერთი გუნდი, იმიტომ, რომ იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს, ხოლო მეორე, იმიტომ, რომ „იუვენტუსია“, – განაცხადა ბენატიამ.