იტალიური “რომას” კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა თავის პირველ რომაულ დერბიში მიიღო მონაწილეობა. კრისტიან ტოტიმ “ჯალოროსის” ახალგაზრდულ გუნდს “ლაციოსთან” გამართულ მატჩში უკაპიტნა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა “რომას” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა, 9 წლის ტოტიმ კი ერთი გოლის გატანა მოახერხა.