უმაღლეს ლიგაში გადასული „საბურთალო“ ახალი სეზონისთვის დუშეთში მზადებას აგრძელებს. კლუბი ჩვეული პროგრამით მუშაობს. ჩემპიონატის დაწყებამდე „საბურთალოელები“ კიდევ ერთი საკონტროლო მატჩის ჩატარებას გაგმავენ, რომელშიც მათი მეტოქე „რუსთავი“ იქნება.
როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, გუნდის შემადგენლობაში მატებაა. „საბურთალომ“ გამოცდილი თავდამსხმელის ჯაბა დვალის ტრანსფერის ყველა დეტალი საბოლოოდ მოაგვარა. ცნობისთვის, დვალი თბიულისურ კლუბთან ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვარჯიშობდა.
შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში ჯაბა მოლდოვური „დაჩიას“ შემადგენლობაში ირიცხებოდა, რომლის მაისურით ხუთ ჩატარებულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
სხვადასხვა პერიოდში დვალი ასევე თბილისის „დინამოს“, ბოლნისის „სიონის“, საჩხერის „ჩიხურის“, „ზესტაფონისა“ და აზერბაიჯანული „ყარაბახის“ შემადგენლობაში გამოდიოდა.
„საბურთალოს“ ოფიციალური საიტის სურათი: