ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 15 დეკემბერს ჩატარდება

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 15 დეკემბერს ჩატარდება. ტრადიციულად, წილისყრას უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი გაუძღვებიან.

გარდა ამისა, წილისყრაში მონაწილეობას მიიღებს ბერლინში გასამართი ფინალის ელჩი კარლ-ჰაინც რიდლე.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 15 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ერთი საათის შემდეგ შედგება ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური სტადიის წილისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ვარშავაში გასამართი ფინალური შეხვედრის ელჩი იეჟი დუდეკი.