ტიაგო მოტა კატალონიის “ბარსელონაში” 2001-2007 წლებში გამოდიოდა. იტალიელი იხსენებს იმ პერიოდს, როცა ლიონელ მესის პირველი ვარჯიში ჰქონდა “ბლაგურნაში”. როგორც ის ყვება, მან არგენტინელს ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს დაზიანება მიაყენა, რამაც მამამისის გაბრაზება გამოიწვია.
“პირველ დღეს მესის ძლიერად ჩავარტყი ფეხი. ამ მომენტის შემდეგ, მამამისი ჩემთან მოვიდა, რათა ვეცემე. ის ძალიან გაბრაზებული იყო, ჩემს წინ გაჩერდა და მითხრა, რომ უხეშად ვიბრძოდი. თუმცა, სიმართლე კი ისაა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა მისი შვილის შესაჩერებლად,” – ამბობს მოტა.