ფაჩულიას თანაგუნდელმა მუხლის ტრავმა მიიღო

„მილუოკი ბაქსის“ ახალწვეულმა ჯაბარი პარკერმა „ფინიქს სანსთან“ შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო. ფორვარდი მესამე მეოთხედის დასაწყისში დაშავდა, რის შემდეგაც აღარ უთამაშია.

კლუბის წარმომადგენელთა თქმით, ამ ეტაპზე კალათბურთელის მოედანზე დაბრუნების დაახლოებითი თარიღი უცნობია.

მიმდინარე სეზონში პარკერმა „ირმების“ მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 12,3 ქულას, 5,5 მოხსნასა და 1,7 გადაცემას შეადგენს.