ინგლისის ლიგის თასი: “არსენალმა” “ნოტინგემს” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა (ვიდეო)

გუშინ ინგლისის ლიგის თასის, 1/16 ფინალის 8 შევხედრა გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ნოტინგემ ფორესტი” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდა. 23-ე წუთზე ჯაკამ ულამაზესი და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე “არსენალის” შემტევმა, ლუკას პერესმა პენალტი ზუსტად შეასრულდა და მისი გუნდი ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ. 11 წუთში იმავე მოთამაშემ შეხვედრის მესამე გოლიც გაიტანა. დაპირისპირებას წერტილი მეორე ტაიმის მესამე დამატებით წუთზე ოქსლეიდ-ჩემბერლენმა დაუსვა – 0:4. საბოლოოდ, სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა მატჩი.

“ჩარლტონის” ფეხბურთელმა კუთხურის ალამთან ორი მეტოქე “გააწამა” (ვიდეო)

3 მარტს, ინგლისის ჩემპიონშიპში, “ჩარლტონსა” და “ნოტინგემ ფორესტს” შორის გამართულ მატჩში (2:1), “ჩარლტონის” ფეხბურთელმა ტონი ვოტმა დროის გაყვანის საინტერესო ხერხს მიმართა.

რეინჯერსი და კიდევ 4 კლუბი, რომლებიც ევროპულ ფეხბურთს დააკლდნენ

გთავაზობთ სტატიას, სადაც წარსულში ცნობილ, მაგრამ ამჟამად რთულ ვითარებაში მყოფ კლუბებს გავიხსენებთ.

გლაზგო რეინჯერსი

შოტლანდიური გრანდი ამჟამად ქვეყნის მეორე დივიზიონში ასპარეზობს. 2012 წელს ვალების გამო კლუბი ბანკროტად სცნეს და მეოთხე დივიზიონში დააქვეითეს. ამჟამად საკუთარ ლიგაში “რეინჯერსი” ლიდერობს და დიდი ალბათობით გლაზგოლელები მომავალი წლიდან კვლავ დაუბრუნდებიან შოტლანდიური ფეხბურთის ელიტას, სადაც 1890-2012 წლებში ასპარეზობდნენ და უამრავი ტიტული მოიპოვეს.

ლიდს იუნაიტედი

ერთ დროს წარმატებული “ლიდსი” 2007 წელს ჩემპიონშიპიდან რანგით მესამე, ლიგა 1-ში გავარდა, სადაც ფინანსური პრობლემების გამო დაჯარიმდნენ და გათამაშება -15 ქულით დაიწყეს.

კლუბის საუკეთესო პერიოდი მეოცე საუკუნის 60-იან წლებში იყო. თუმცა, შედარებით ახალგაზრდა თაობის გულშემატკივრებს 2000-იანი წლების დასაწყისში, დევიდ ოლირის მიერ გაწვრთნილი “ლიდსიც” ახსოვთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა. იმ ფორმაციის კლუბის შესაქმნელად საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, რის გამოც კლუბი დიდ ვალებში ჩავარდა.

გასული წლის ბოლოს “ლიდსის” აქციები იტალიელმა მასიმო ჩელინომ შეიძინა, თუმცა პრემიერლიგაში დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.

ნოტინგემ ფორესტი

ინგლისის ჩემპიონი და ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებული ამჟამად ჩემპიონშიპში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე კლუბი საკმაოდ გაძლიერდა, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტიუარტ პირსი დაინიშნა, რომელმაც “ფორსტში” 12 წლის განმავლობაში ითამაშა.

ლეგენდარული კლუბი რანგით მეორე ლიგაში პირველობისთვის იბრძვის და პრემიერლიგაში დაბრუნდების საკმაოდ კარგი შანსებიც აქვს.

უიმბლდონი

2002 წელს დაშლილი კლუბი AFC Wimbledon-ის სახელით აღორძინდა და ამჟამად ინგლისის რანგით მეოთხე ლიგაში ასპარეზობს.

პრემიერლიგაში საუბარი ამ ეტაპზე ნამდვილად უტოპიაა. კოლორიტული კლუბი საკუთარი გულშემატკივრების სახსრებით ფინანსდება.

პერუჯა

2004 წელს სერია A-დან გავარდნის შემდეგ “პერუჯა” ორჯერ 2005 და 2010 წლებში გაკოტრდა. პირველი შემთხვევის შემდეგ პერუჯელები სერია C-ში დაქვეითდნენ, შემდეგ კი კლუბი უბრალოდ დაიშალა. ახალმა გუნდმა, რომელიც 2010 წელს შეიქმნა, საკუთარი გზა სერია D-დან დაიყო.

2014 წელს “პერუჯა” სერია B-მდე მივია და ამჟამად კლუბის მთავარი მიზანი იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებაა.

მსაჯმა “ნოტინგემის” ფეხბურთელს ხელით გატანილი გოლი ჩაუთვალა

11 მარტს, ინგლისის ჩემპიონშიპში, “მილდსბროსა” და “ნოტინგემს” შორის გამართულ მატჩში (1:1), მსაჯმა “ნოტინგემის” ფეხბურთელს დარიუს ჰენდერსონს მე-80 წუთზე, ხელით გატანილი გოლი ჩაუთვალა.

10 ყველაზე ცუდი ფორმა ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში, 10 ყველაზე ცუდი ფორმა გამოაქვეყნა.

10. “ნიუკასლი” (1997-98)

9. “ევერტონი” (2013-14)

8. “მანჩესტერ სიტი” (1994-96)

7. “ბლექბერნი” (1996-97)

6. “მანჩესტერ იუნაიტედი” (1996)

5. “ქოვენთრი” (1992-94)

4. “არსენალი” 1991-93

3. “ნორვიჩი” 1992-94

2. “ჩელსი” (1994-96)

1. “ნოტინგემი” (1995-96)

“ნოტინგემ ფორესტის” ფეხბურთელმა “ლიდს” ულამაზესი გოლი გაუტანა

29 დეკემბერს, ინგლისის ჩემპიონშიპში, “ნოტინგემ ფორესტმა” საკუთარ მოედანზე “ლიდსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში “ნოტინგემის” ფეხბურთელმა, მატ დერბიშაირმა ულამაზესი გოლი გაიტანა.