ხუან რომან რიკელმე: “სამხრეთ ამერიკაში რამოსი ამდენ გოლს ვერ გიატანდა”

სერხიო რამოსი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე “ბლანკოსის” მაისურით 10 გოლი გაიტანა, რაც მისი პირადი რეკორდიცაა.

ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხუან რომან რიკელმემ 30 წლის მცველის მიღწევაზე ისაუბრა. მისი აზრით, სერხიო, “სამხრეთ ამერიკაში რომ თამაშობდეს, ამდენ გოლს ვერ გაიტანდა.

“რამოსს ხშირად გააქვს გამარჯვების გოლები. ბოლო შეხვედრაში მან “რეალს” “ბეტისის” წინააღმდეგ მოაგებინა.”

“მიმაჩნია, რომ სერხიო სამხრეთ ამერიკაში ამას ვერ შეძლებდა. მას მეტი აგრესია და სირთულეები შეხვდებოდა, რაც აქაური ფეხბურთისთვისაა დამახასიათებელი,” – განაცხადა 38 წლის ყოფლიმა სპორტსმენმა.

 

სიმეონე დიდი ფეხბურთიდან რიკელმეს წასვლას გამოეხმაურა

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დიდი ფეხბურთიდან ხუან რომან რიკელმეს წასვლას გამოეხმაურა.

“რიკელმეს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. მან ფეხბურთს ბევრი რამ მისცა, საოცარი კარიერა გაიკეთა. როგორც ფეხბურთის ქომაგმა, მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მშვენიერი საღამოებისთვის, რომლებიც მან ჩვენ გვაჩუქა”, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Goal.com-ი.

Riquelme

შეგახსენებთ, რომ რიკელმემ მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ ორი დღის წინათ განაცხადა. არგენტინელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ოთხ კლუბში უთამაშია: “ბოკა ხუნიორსში”, “ბარსელონაში”, “ვილიარეალსა” და “არგენტინოს ხუნიორსში”. მას არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 51 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.

 

რიკელმემ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან რომან რიკელმემ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

“დიეგო მარადონა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მოთამაშეა. გამიმართლა, რომ დიეგოსთან ერთად “ბოკა ხუნიორსში” თამაში მომიწია, მას ვარჯიშებზეც ვაკვირდებოდი. ნამდვილი მოვლენა იყო.

რაც შეეხებათ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს, ისინი ერთმანეთს გოლების რაოდენობაში ეჯიბრებიან, თუმცა ლეო მოედანზე ისეთ რამეებს აკეთებს, რომ ხანდახან თავადაც უკვირს ხოლმე”, – ციტირებს რიკელმეს სიტყვებს ინტერნეტგამოცემა Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ რიკელმემ მოთამაშის კარიერა დაასრულა. არგენტინელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ოთხ კლუბში უთამაშია: “ბოკა ხუნიორსში”, “ბარსელონაში”, “ვილიარეალსა” და “არგენტინოს ხუნიორსში”. მას არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 51 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.

 

რიკელმემ კარიერა დაასრულა

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან რომან რიკელმემ მოთამაშის კარიერა დაასრულა.

36 წლის ფეხბურთელი უკანასკნელად “არგენტინოს ხუნიორსში” თამაშობდა, რომლის რიგებიც გასული წლის დეკემბერში დატოვა.

“გადავწყვიტე, რომ ფეხბურთი აღარ ვითამაშო”, – აღნიშნა რიკელმემ.

რიკელმეს კარიერის განმავლობაში ოთხ კლუბში უთამაშია: “ბოკა ხუნიორსში”, “ბარსელონაში”, “ვილიარეალსა” და “არგენტინოს ხუნიორსში”. მას არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 51 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.

 

რიკელმა ველესში არ გადავა

“ველეს სანსფილდის” პრეზიდენტი, რაულ გომესი, ხუან რომან რიკელმეს მის კლუბში გადაბარგების შესახებ გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა.

“რიკელმე მომწონს, თუმცა ის ჩვენს გეგმებში არ შედის” – განაცხადა გომესმა Radio Cooperativa-სთან საუბრის დროს.

36 წლის რიკელმე ბოლო დროს არგენტინის მეორე დივიზიონის ბინადარ “არხენტინოს ხუნიორსის” ღირსებას იცავდა და გუნდთან ერთად პრიმერაში გადასვლის უფლებაც მოიპოვა.

საინტერესოა, რომ “ველესს” ახალი წლიდან მიგელ ანხელ რუსო გაწვრთნის, ვისაც რიკელმესთან ერთ-ერთი მატჩის დროს მოედანზე კონფლიქტი მოუვიდა.