SBM LEAGUE 2014/15: თასის და ბრინჯაოს ლიგის წილისყრა

დღეს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონის განახლებასთან დაკავშირებით, ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტულმა სააგენტო SBM-ის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დასრულების შემდეგაც თასის გათამაშების და ბრინჯაოს ლიგის წილისყრა გაიმართა.

თასის გათამაშებაში ოქროს და ვერცხლის ლიგის 8-8 გუნდი იასპარეზებს. 1/8 ფინალური წყვილები, ბრმა წილისყრის შედეგად გამოვლინდნენ. დაპირისპირებები ერთ რაუნდიანი იქნება და მატჩები კვირას, 25 იანვარს გაიმართება.

თასის გათამაშების 1/8 ფინალური წყვილები

ევროპაბეთი – ბორჯომი
სნიკერსი – ერისთავი
ვითიბი – საქართველოს ბანკი
ნატახტარი – პრივატ ბანკი
BP – ბანკი რესპუბლიკა
ტატიშვილი – კრედო
GWP – GM ჭიათურა
პროკრედიტ ბანკი – საქრუსენერგო

ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის წილიყრა _09664975584g ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის წილიყრა _09664457657g ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის წილიყრა _096767g

ბრინჯაოს ლიგაში კი მონაწილეობას დებიუტანტი გუნდები მიიღებენ. გათამაშებაში 19 კოლექტივი ჩაერთვება, რაც რეკორდული რაოდენობაა. წილისყრის შედეგად გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შედმეგ კი 5-5 საუკეთესო გუნდი ვერხლის ლიგის ბოლო ექვს გუნდთან ერთად ასპარეზობას პლეიოფში განაგრძობენ. ბრინჯაოს ლიგა სტარტს 1 მარტს აიღებს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონმა სტარტი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. საერთო ჯამში ყველა ლიგაში მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობა – 49 გუნდი დაფიქსირდა.

ბრინჯაოს ლიგა

ა ჯგუფი: BP -2, TBC Pay, მფკ ტატიშვილი, MFC PALERMO, ბიბლუსი, კრედო- ქვემო ქართლი, Cleaning Service Group, ევროკრედიტი, მერია

ბ ჯგუფი: ბაქსვუდი -2, VIVUS.GE, გენერალი(კასპი), MediClubGeorgia, Carrefour Georgia, გუჯარი (მცხეთა), ჯო ენის კლინიკა, პალიტრა მედია ჰოლდინგი, საქართველოს ფოსტა

ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის წილიყრა _09664475657g ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის წილიყრა _096644765656g

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

SBM LEAGUE 2014/15: სეზონი დაძაბული მატჩებით განახლდა

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონი, 18 იანვარს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრებით განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის შესვენების შემდეგ გუნდები სასურველ ფორმაში არ იმყოფებიან, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკდემიაში გუშინ გამართული ცხრავე (!) დაპირისპირება უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

სუპერლიგაში პირველი ქულა მოიპოვა ბათუმის „დინამომ“, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და მინი ფეხბურთისთვის უჩვეულო შედეგს, უგოლო ფრეს დასჯერდა – 0-0. კვლავ დაუმარცხებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი, რომელმაც გუშინ არც თუ იოლი მეტოქის, ს.კ ჯვაროსნების დამარცხება მოახერხა 0-2 და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ზედიზედ მეორედ იმარჯვა ს.კ პსპ-მ, ამჯერად „ფარმაცევტებმა“ უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში, მათთვის საკმაოდ უხერხული მეტოქე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი დაამარცხეს 3-1.

FC PSP – FC TTC _09575

ამრიგად პირველი კალენდარული წრის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, საპლეიოფო ოთხეული ასე გამოიყურება: 6 თამაშიდან 16 ქულით პირველ ადგილზე შსს იმყოფება, მასზე ერთი თამაშით მეტი და ორი ქულით ნაკლები აქვს პროგრეს ბანკს, ასეთივე მონაგარით, 7 თამაშიდან 14 ქულით, მესამეზე ს.კ პსპ-მ გადაინაცვლა, ხოლო მეოთხე ადგილზე მფკ ნატახტარი იმყოფება, რომელსაც 6 თამაშში 13 ქულა აქვს. შეგახსენებთ,როომ პლეიოფში გამსვლელი ოთხეული ორი წრის შემდეგ უნდა გაირკვეს, შესაბამისად ყველა გუნდი საამისოდ რეალურ შანსებს ინარჩუნებს.

18.01.2015. სუპერლიგა. VII ტური

საქართველოს უნივერსიტეტი – დინამო (ბთ) 0-0

ს.კ ჯვაროსნები – შსს  0-2

გოლები: კვიციანი, ინჯგია

FC PSP – FC TTC  3-1

გოლები: გოგიჩაიშვილი (3) – ოდიკაძე (1)

სუპერლიგის ბომბარდირები: ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 11, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი), რევაზ ინჯგია (შსს) – 10

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერცხლის ლიგის დღემდე გამართული ტურებიდან, ყველაზე გამორჩეული სწორედ გუშინდელი სათამაშო დღე იყო. მეშვიდე ტურის მატჩებს დამატებითი ინტრიგა ახლდა თან – უნდა გარკვეულიყო ის რვა გუნდი, რომელიც მომდევნო კვირიდან ოქროს ლიგის „რვიანთან“ ერთად, ლიგის თასისთვის იბრძოლებს.

გუშინ ყველაზე პოპულარული შედეგი, 3-2 დაფიქსირდა – ერთბაშად სამი შეხვედრა დასრულდა ასეთი ანგარიშით: ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა ივერიაბეთს სძლია და როგორც შემდეგ გაირკვა თასზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. სნიკერსმა მოახერხა ვითიბი 2-ის დამარცხება, ხოლო საქრუსენერგომ, რომელიც სატრანსფერო პერიოდში დავით მუჯირით გაძლიერდა, გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, ბი პი ჯორჯიას მოუგო და ეს სამი ქულაც თასზე სათამაშოდ სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.

დაფიქსირდა ორი ფრე: ბაქსვუდი ბანკ რესპუბლიკას დაუზავდა 2-2 და როგორც შემდეგ გაირკვა, ეს შედეგი „ბაქსვუდელებისთვის“ საბედისწერო აღმოჩნდა და თასს მიღმა დარჩნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, ისინი ორჯერ იყვნენ წინ და ამის გარდა უამრავი საგოლე მომენტის გამოყენება ვერ მოახერხეს, რაც შეეხება რესპუბლიკას, „ბანკირები“ თასზე იასპარეზებენ. დრამატული ყაიმით დასრულდა კრედოსა და თბილისის წყალის დაპირისპირება, 4-4. სათამაშო დრო უკვე ამოწურული იყო როდესაც შეტევაში კრედოს მეკარე, იკო მღებრიშვილი ჩაერთო და შორეული დარტყმით მის გუნდს ქულა მოუტანა (ჩემპიონატის წესების თანამხმად  ტაიმი სრულდება მაშინ, როდესაც სათამაშო დროის ამოწურვის შემდეგ ბურთი მოედნის ფარგლებს გადაკვეთს). ყველაზე უხვგოლიანი კი საქართველოს ბანკის მეორე გუნდისა და კოლიერსის დაპირისპირება გამოდგა, რომელშიც „ბანკირებმა“ 8-5 სძლიეს აუტსაიდერს.

18.01.2015. ვერცხლის ლიგა. VII ტური

საქართველოს ბანკი 2 – კოლიერსი 8-5

გოლები: ჯოხაძე (3), ჯაკობია (1), სერჟ აბლო (1), იოსავა (1), ჯგერენაია (2) – ქანანაშვილი (3), ქევხიშვილი (2)

ივერიაბეთი – ტატიშვილი 2-3

გოლები: სუხიტაშვილი (2)- პირველი (3)

ბაქსვუდი – ბანკი რესპუბლიკა  2-2

გოლები: ასათიანი (1), უგრეხელიძე (1) – ზერეკიძე (2)

კრედო – GWP 4-4

გოლები: ცერცვაძე (2), ჩიხრაძე (1), მღებრიშვილი (1) – აფციაური (2), თურმანიძე (2)

სნიკერსი – ვითიბი ბანკი 2  3-2

გოლები: მ.მენთესაშვილი (2), მგალობლიშვილი (1) – თევზაძე (1), ჯობავა (1)

BP GEORGIA – საქრუსენერგო  2-3

გოლები: კუჭუაშვილი (2) – მუჯირი (2), ანდღულაძე (1)

 

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ლევან ჩიხრაძე (კრედო), ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) – 17, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი), გიორგი აფციაური (GWP) – 16, ზურა ცერცვაძე (კრედო) – 15

საბოლოოდ თასის 1/8 ფინალში შემდეგი გუნდები იასპარეზებენ: GWP, სნიკერსი, BP GEORGIA, საქრუსენერგო, ბანკი რესპუბლიკა, ტატიშვილი, კრედო, პროკრედიტ ბანკი

ამ რვა გუნდს ოქროს ლიგის რვა გუნდი დაემატება, რომლებიც ბრმა წილისყრის შედეგად შეადგენენ 1/8 ფინალურ წყვილებს. წილისყრა, 21 იანვარს 19:00 სთ-ზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, „მედი ქლაბ ჯორჯია“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: სეზონი 18 იანვარს განახლდება

18 იანვარს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ სეზონი განახლდება. ახალი წლის პირველ სათამაშო დღეს, მეშვიდე ტურის შეხვედრებს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ. მატჩებს ტრადიციულად გლდანში მდებარე ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალური დარბაზი უმასპინძლებს.

19 (2)

სუპერლიგაში სამი დაპირისპირება შედგება. გათამაშების ერთადერთი უქულო გუნდი ბათუმის „დინამო“ საქართველოს უნივერსიტეტთან შეეცდება პირველი წარმატების მოპოვებას. უაღრესად საინტერესო იქნება მომდევნო ორი შეხვედრაც. ს.კ ჯვაროსნები ჩემპიონატის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს, შსს-ს დაუპირისპირდებიან, ხოლო ს.კ პსპ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას. შეგახსენებთ, რომ ამ ტურის ერთი შეხვედრა მფკ ნატახტარსა და პროგრეს ბანკს შორის, ჯერ კიდევ გასულ წელს, 28 დეკემბერს გაიმართა და ფრედ, 2-2 დასრულდა.

18.01.2015. სუპერლიგა. VII ტური

14:00 UG – დინამო (ბთ)

15:00 ს.კ ჯვაროსნები – შსს

16:00 FC PSP – FC TTC

SUPER_28.12.14

მნიშვნელოვანი დაპირისპირებები გაიმართება ვერცხლის ლიგაში. ამ ტურის შემდეგ საბოლოოდ უნდა გაირკვეს ის 8 გუნდი, რომელიც 25 იანვრიდან თასის გათამაშებაში ჩაერთვება. ამ ეტაპზე ექვსი გუნდის ვინაობა გარკვეულია და მხოლოდ ორი საგზურის ბედი უნდა გაირკვეს, რომლისთვისაც ერთბაშად რამოდენიმე გუნდი იბრძვის. 6-6 ქულა აქვთ საქრუსენერგოს, ტატიშვილს, ბაქსვუდს და რუსთავი 2-ს. თუ ამ უკანასკნელს მეშვიდე ტურის მატჩი უკვე ჩატარებული აქვს, დანარჩენი სამი გუნდი გამარჯვების შემთხვევაში დიდწილად გაინაღდებს თასზე თამაშს, თუმცა არაა გამორიცხული ყველაფერი ბურთების სხვაობით გადაწყდეს. ყველაზე რთული მეტოქე „ენერგეტიკოსებს“ ყავთ, ისინი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს ბი პი ჯორჯიას დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება ტატიშვილს და ბაქსვუდს, „მედიკოსები“ ივერიაბეთს ეთამაშებიან, ხოლო ბაქსვუდელები ბანკ რესპუბლიკასთან შეეცდებიან წარმატების მიღწევას.

18.01.2015. ვერცხლის ლიგა. VII ტური

11:00 საქართველოს ბანკი 2 – კოლიერსი

12:00 ივერიაბეთი – ტატიშვილი

13:00 ბაქსვუდი – ბანკი რესპუბლიკა

17:00 კრედო – GWP

18:00 სნიკერსი – ვითიბი ბანკი 2

19:00 BP GEORGIA – საქრუსენერგო

SILVER_21.12 - 28.12.14

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, „მედი ქლაბ ჯორჯია“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: წლის სუპერ დასასრული

28 დეკემბერს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის დასკვნით სათამაშო დღეს უმასპინძლა.

გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს, რასაკვირველია სუპერლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა იწვევდა, სადაც ერთმანეთს გათამაშების ორი ლიდერი, პროგრეს ბანკი და მფკ ნატახტარი დაუპირისპირდნენ. კალაძე, მუჯირი, იაშვილი, დემეტრაძის ოთხეულს გუშინ ლევან კობიაშვილიც შეუერთდა, რომელმაც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა გამართა.

19სავსე ტრიბუნების წინ მიმდინარე დაპირისპირება უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და თამამად დაიმსახურა ჩემპიონატის საუკეთესო მატჩის წოდება. ანგარიში ლევან კობიაშვილის სადებიუტო გოლით გაიხსნა, რომელმაც კალაძე- იაშვილის ორსვლიანი კომბინაცია, მისთვის უჩვეულო მარჯვენა ფეხით დააგვირგვინა 1-0. მალევე ჩემპიონმა ანგარიში გაათანაბრა, შორეული დარტყმა ნატახტარის კაპიტანმა, გიორგი სეფერთელაძემ შეასრულა – 1-1. „ბანკირები“ პირველ ტაიმშივე დაწინაურდნენ. საოცარი გოლი გაიტანა კახა კალაძემ, რომელმაც საკუთარი მეკარისგან მიღებული ბურთი, ერთი შეხებით შორეულ ცხრიანში გადაგზავნა – 2-1. გოლი უდაოდ საუკეთესოა მიმდინარე გათამაშებაში.

კახი კალაძე_97644

ამის შემდეგ ორივე კართან მომენტები მრავლად იქმნებოდა, თუმცა ხან შემტევები ცოდავდნენ, ხანაც მეკარეები ირჯებოდნენ დამაჯერებლად. ეს განსაკუთრებით პროგრესის კიპერზე, გიორგი ვეშაპიძეზე ითქმის, რომელმაც არაერთი ურთულესი ბურთის მოგერიება მოახერხა. მეორე ტაიმში ანგარიში მაინც გათანაბრდა, კახაბერ გოგოხიას დაწყებული იერიში, მანვე ეფექტური დარტყმით დაასრულა – 2-2. დაწინაურების ყველაზე რეალური შანსი კი ისევ ნატახტარს ქონდა, თუმცა 7 მეტრიანი დარტყმა სეფერთელაძეს მეკარემ აუღო. ამის შემდეგაც, დაძაბულობა ბოლო წამამდე არ ჩამცხრალა, თუმცა საბოლოოდ გუნდები მშვიდობიანად დაცილდნენ ერთმანეთს, ფრე 2-2. ამ მატჩის შემდეგ, პროგრეს ბანკს 7 მატჩი მოპოვებული 14 ქულით სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი უკავია, ხოლო ნატახტარი 13 ქულით შსს-თან იყოფს მეორე-მესამე ადგილებს. მეშვიდე ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა უკვე მომდევნო წელს გაიმართება.

28.12.2014. სუპერლიგა. VII ტური

მფკ ნატახტარი – პროგრეს ბანკი 2-2

გოლები: სეფერთელაძე (1), გოგოხია (1) – კობიაშვილი (1), კალაძე (1)

პროგრეს ბანკი-ნატახტარი_09356562121 პროგრეს ბანკი-ნატახტარი_09356562664 პროგრეს ბანკი-ნატახტარი_09356560870 პროგრეს ბანკი-ნატახტარი_09356565345 პროგრეს ბანკი-ნატახტარი_09356565534 პროგრეს ბანკი-ნატახტარი_0935656465

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

სუპერლიგის ბომბარდირები:

ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 11,  კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 10, რევაზ ინჯგია (შსს) – 9

გუშინ კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართა. მეექვსე ტურის დარჩენილი სამი მატჩი გამართეს ვერცხლის ლიგის გუნდებმა. მოულოდნელად დამარცხდა სნიკერსი, რომელმაც ბანკ რესპუბლიკასთან დათმო, 1-3. დამაჯერებლად მოიგო ბი პი ჯორჯიამ ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდთან, 7-1. უხვგოლიანი გამოდგა საქრუსენერგოსა და კრედოს დაპირისპირება, სადაც სამი ქულა „ბანკირებმა“ მოიპოვეს, 9-4.

 

28.12.2014.ვერცხლის ლიგა. VI ტური

ტატიშვილი – BP GEORGIA 1-7

გოლები: არველაძე (1) – კუჭუაშვილი (2), მალაშხია (1), გულარიძე (3), ლუბიჩიჩი (1)

ბანკი რესპუბლიკა  – სნიკერსი 3-1

გოლები: ზერეკიძე (2), ნიჟარაძე (1) – ბ.მენთესაშვილი (1)

საქრუსენერგო – კრედო 4-9

გოლები: ანდღულაძე (3), მიქაუტაძე (1) – ჩიხრაძე (6), ნიკოლავა (1), ცერცვაძე (2)

ვერცხლის ლიგის მეშვიდე ტურის ერთი შეხვედრაც კვირას გაიმართა. პროკრედიტ ბანკი რუსთავი 2-ს დაუპირისპირდა და მოულოდნელად, 3-4 დამარცხდა.

28.12.2014. ვერცხლის ლიგა. VII ტური

პროკრედიტ ბანკი – რუსთავი 2 3-4

გოლები: თურმანიძე (2), ჟღენტი (1) – კვეზერელი (3), ამიროვი (1)

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები:

ლადო ასათიანი (ბაქსვუდი), ლევან ჩიხრაძე (კრედო) – 16, გიორგი აფციაური (GWP) – 14, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი 2), ზურა ცერცავძე (კრედო) – 13

გუშინდელი დღე იმითაც იყო გამორჩეული, რომ წლის დასრულებასთან დაკავშირებით, ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტულმა სააგენტო SBM, გულშემატკივარს გათამაშება შესთავაზა, რის შედეგადაც რამოდენიმე იღბლიანი სახლში ესპანური სპორტული ბრენდის JOMA-ს და თაფლი „მეფუტკრეს“ პროდუქციით ხელდამშვენებული დაბრუნდა.

რაც შეეხება სეზონის განახლებას, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში თამაშები 18 იანვარს გაიმართება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, „მედი ქლაბ ჯორჯია“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: წელი მაჟორულ ნოტაზე დასრულდება

28 დეკემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის დასკვნითი სათამაშო დღე გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად გლდანში მდებარე ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალური დარბაზი უმასპინძლებს.

24

დღის მთავარი მოვლენა, სუპერლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა იქნება, რომელშიც ერთმანეთს პროგრეს ბანკი და მფკ ნატახტარი დაუპირისპირდებიან. „ბანკირთა“ ვარსკვლავურ ოთხეულს – კალაძე, იაშვილი, დემეტრაძე, მუჯირი, ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშე, ყოფილი კაპიტანი და სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი დაემატება. ამ შეხვედრის წინ, პროგრეს ბანკს 6 მატჩი და 13 მოპოვებული ქულა აქვს, რაც შეეხება მათ მეტოქეს, მფკ ნატახტარს, რომელიც გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად არის მიჩნეული, 5 თამაშის შემდეგ 12 ქულა აქვს ანგარიშზე. რაც შეეხება მეშვიდე ტურის სხვა შეხვედრებს, ისინი უკვე 2015 წელს გაიმართება.

28.12.2014. სუპერლიგა. VII ტური

16:00 მფკ ნატახტარი – პროგრეს ბანკი

SUPERLEAGUE_21.12.14

კვირასვე გაიმართება ვერცხლის ლიგის მეექვსე ტურის დარჩენილი სამი დაპირისპირებაც. აღნიშნულ ლიგაში მთავარი ინტრიგა საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრაა, რომელიც 25 იანვრიდან თასის გათამაშებაში იასპარეზებს, სადაც მონაწილეობას ოქროს ლიგის რვა გუნდიც მიიღებს.

28.12.2014.ვერცხლის ლიგა. VI ტური

17:00 ტატიშვილი – BP GEORGIA

18:00 ბანკი რესპუბლიკა  – სნიკერსი

19:00 საქრუსენერგო – კრედო

ამავე დღეს, ვერცხლის ლიგაში მეშვიდე ტურის ერთ შეხვედრას პროკრედიტ ბანკი და რუსთავი 2 გამართავენ.

28.12.2014. ვერცხლის ლიგა. VII ტური

14:00 პროკრედიტ ბანკი – რუსთავი 2

34

წლის დასკვნით სათამაშო დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატის ორგანიზატორი, სპორტული სააგენტო SBM მატჩებზე მოსულ გულშემატკივარს სპეციალურ სიურპრიზს შესთავაზებს. ყველა მოსულ სტუმარს, დარბაზში შესვლისთანავე გადაეცემა გათამაშების ბილეთი, შესაბამისი ნუმერაციით, რითიც ისინი მიიღებენ შანსს მოიგონ საახალწლო საჩუქრები ესპანური სპორტული ბრენდისგან JOMA.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, „მედი ქლაბ ჯორჯია“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგაში ლიდერი შეიცვალა

21 დეკემბერს, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. ზამთრის შესვენებამდე ერთი ტურით ადრე, მეექვსე ტურის შეხვედრები  სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის გუნდებმა გამართეს.

ტურის ცენტრალურ შეხვედრად შერაცხული დაპირისპირება პროგრეს ბანკსა და ს.კ ჯვაროსნებს შორის უდაოდ დღის საუკეთესო გამოდგა. წინა ტურში ნატახტარის დამარცხების შემდეგ ჯვაროსნებს საკმარისი მოტივაცია ქონდათ „კალაძე და კომპანიის“ წინააღმდეგ. მატჩის განმავლობაში იგებდნენ კიდეც და საკმარისზე მეტი მომენტებიც შექმნეს მეტოქის კართან, თუმცა საბოლოოდ მოწინააღმდეგემ კლასის ხარჯზე მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება, ანგარიშით 3-2. მატჩის დასრულებმადე რამოდენიმე წამით ადრე, გამარჯვების გოლი დავით მუჯირმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ კვლავ განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი, რომელმაც ამჯერად დიდი ანგარიშით საქართველოს უნივერსიტეტი დაამარცხა, 6-1.  მოუგებელი მატჩების სერია შეწყვიტა პსპ-მ, რომელსაც ამისათვის დიდი ძალისხმევაც დაჭირდა. მიუხედავად ბათუმის „დინამოსთან“ პირველ ტაიმში მოპოვებული სამ ბურთიანი უპირატესობისა აჭარლებმა მეორე ნახევარში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ, 3-4. ეფექტური „ქამ ბექი“ გამოუვიდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს, რომელმაც DHL-თან 0-2 შემდეგ, 5-2 მოახერხა შეხვედრის დასრულება და დამსახურებული სამი ქულაც მიითვალა.

ამ ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ორ ხელისუფლებიანობაა, 13-13 ქულით შსს და პროგრეს ბანკი გალიდერდნენ, თუმცა ძალოვანებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. რაც შეეხება ნატახტარს, 12 ქულით მესამეზე გადაინაცვლა.

21.12.2014 . სუპერლიგა. VI ტური

FC TTC – DHL GEORGIA  5-2

გოლები: კასრაძე (2), ღლონტი (1), ბერიშვილი (1), კობახიძე (1) – კუჭუაშვილი (1), ღონღაძე (1)

დინამო (ბთ) – FC PSP 3-4

გოლები: გალოიანი (2), ფუტკარაძე (1) – კოპლატაძე (2), კვირკველია (1), გოგიჩაიშვილი (1)

პროგრეს ბანკი – ს.კ ჯვაროსნები 3-2

გოლები: მუჯირი (2), იაშვილი (1) – დაჩანიძე (1), მენთესაშვილი (1)

შსს – UG 6-1

გოლები: კუბლაშვილი (1), ინჯგია (3), ცნობილაძე (1), სარაჯიშვილი (1) – ჭოხონელიძე (1)

სუპერლიგის ბომბარდირები:

ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 11, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი), რევაზ ინჯგია (შსს) – 9

სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია ვერცხლის ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრებს. პირველად დამარცხდა ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი, რომელიც საქართველოს ბანკი 2-თანგანადგურდა, 3-9. მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ბაქსვუდმა, რომელმაც კოლიერსის დამარცხება მოახერხა 9-5. კვლავ იმარჯვა ვითიბი 2-მა, რომელმაც საბანკო დერბიში პროკრედიტი დაამარცხა 2-0.  პირველი გამარჯვება იზეიმა ივერიაბეთმა, რომელმაც კიდევ ერთ აუტსაიდერს, რუსთავი 2-ს სძლია მინიმალურად, 1-0. ტურის კიდევ სამი შეხვედრა, მომდევნო კვირას გაიმართება.

21.12.2014. ვერცხლის ლიგა. VI ტური

კოლიერსი – ბაქსვუდი 5-9

გოლები: ურუშაძე (1), კიკალიშვილი (2), ქანანაშვილი (1), ცაგურია (1) – ასათიანი (5), ვაშაკიძე (1), ბერიძე (2), უგრეხელიძე (1)

ვითიბი ბანკი 2 – პროკრედიტ ბანკი 2-0

გოლები: ნ.მაჭავარიანი (1), ჯობავა (1)

GWP – საქართველოს ბანკი 2 3-9

გოლები: თურმანიძე (1), აფციაური (2) – ჯოხაძე (2), გოგიტიძე (2), ხუციშვილი (2), ჯგერენაია (3)

რუსთავი 2 – ივერიაბეთი 0-1

გოლები: თურმანიძე (1)

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები:

ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) – 16, გიორგი აფციაური (GWP) – 14, ლაშა ჯოხაძე (სქართველოს ბანკი 2) – 13

გუშინვე სუპერლიგის მეხუტე ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც დაჯილდოვდა. ნატახტართან შესრულებული ჰეთ თრიკი, ს.კ ჯვაროსნების შემტევს შალვა ფირცხალავას ჩემპიონატის სპონსორმა, ამერიკული ფეხსაცმლის ბრენდმა „სკეჩერსმა“ დაუფასა, რომელმაც ფეხბურთელს 200 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

მიმდინარე წელს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ბოლო სათამაშო დღე  28 დეკემბერს გაიმართება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, „მედი ქლაბ ჯორჯია“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ბიზნეს ჩემპიონთა ლიგა_8904645656756 ბიზნეს ჩემპიონთა ლიგა_89046456645 ბიზნეს ჩემპიონთა ლიგა_890464656 ბიზნეს ჩემპიონთა ლიგა_89046456 ბიზნეს ჩემპიონთა ლიგა_8904646 ბიზნეს ჩემპიონთა ლიგა_89046456566765

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები