ედეგორი “არსენალში” მიდის

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა ლონდონის “არსენალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამ ინფორმაციას “სქაი სპორტსის” ჟურნალისტი პოლ გილმორი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, “მეთოფეები” 22 წლის ნორვეგიელ ფეხბურთელს იჯარის წესით აიყვანენ. ინფორმაცია უახლოესი 24 საათის განმავლობაში უნდა დადასტურდეს.

ჟურნალისტის თანახმად, “არსენალის” მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას ედეგორი ძალიან მოსწონს და მას ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებს.

მარტინ ედეგორმა მიმდინარე სეზონში ცხრა არასრული მატჩი ჩაატარა.

“კასტილიაში” ედეგორის გადასვლის შემდეგ გუნდი პირველიდან მერვე პოზიციამდე დაქვეითდა

მადრიდის “რეალის” მეორე გუნდმა “კასტილიამ” სეგუნდა B-ს 37-ე ტურში “გვადალახარასთან” ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა და სეგუნდადივიზიონში აღზევების თეორიული შანსი მოისპო. გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ზინედინ ზიდანის გუნდს სატურნირო ცხრილში მერვე ადგილი უკავია.

აღსანიშნავია, რომ სეზონის მიმდინარეობისას “კასტილიას” პირველი პოზიცია ეკავა, თუმცა მარტინ ედეგორის გადმოსვლის შემდეგ, გუნდმა 15 ტურში შესაძლო 45 ქულიდან მხოლოდ 15 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა.

 

“რეალმა” ედეგორი საჩემპიონთალიგო განაცხადში შეიყვანა

მადრიდის “რეალმა” კლუბის ახალწვეული მარტინ ედეგორი უეფას ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა.

ამრიგად, ნორვეგიელი მოთამაშე შესაძლოა, გახდეს ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მონაწილეობა მიუღია. შეგახსენებთ, რომ ედეგორი მხოლოდ 16 წლის გახლავთ.

გეტყვით იმასაც, რომ მარტინ ედეგორმა “რეალის” მეორე გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ზინედინ ზიდანზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც მოახდინა.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკეს” შეხვდება. წყვილის პირველი მატჩი გერმანიაში, 18 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი კი – ესპანეთში, 10 მარტს.

 

ედეგორმა “რეალის” მეორე გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა

მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა მარტინ ედეგორმა კლუბის ახალგაზრდულ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. “ბეიჯინგ გუოანის” წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა მოედანზე 63 წუთი დაჰყო და გუნდის თავკაც ზინედინ ზიდანზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. “რეალის” სამი საგოლე ეპიზოდიდან ედეგორმა ორში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის ტალანტი “სამეფო კლუბს” 22 იანვარს შეუერთდა.

 

“რეალის” ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი: “გვინდა, იმდენსავეს გვიხდინენ, რამდენსაც ედეგორი მიიღებს”

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდული გუნდის კაპიტანმა სერხიო აგუსამ საკმაოდ მკვახედ უპსაუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც მას მარტინ ედეგორის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“არ მადარდებს… თუმცა ვისურვებდი, რომ მეც მომეცეს შანსი იმდენივე გამოვიმუშავო, რამდენსაც ამ ნორვეგიელს მისცემენ. კლუბი თავის საქმეს აკეთებს და თითოეული მოთამაშე ძალისხმევას არ უნდა იშურებდეს გუნდის საერთო მიზნებისკენ მისაღწევად”, – ციტირებს აგუსას სიტყვებს “ასი”.

სხვადასხვა წყაროების თანახმად, 16 წლის ედეგორს “რეალში” ჯამაგირის სახით წელიწადში ორ მილიონ ევროზე მეტი მიეცემა.

 

მარტინ ედეგორმა ბარსელონა დატოვა

ესპანური პრესის ცნობით, “სტრემსგოდსეტის” ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა ბარსელონა დატოვა.

ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ბაზას ეწვია და სამუშაო პირობებს გაეცნო.

შეგახსენებთ, რომ ედეგორი კატალონიაში რამდენიმე დღის წინათ ჩავიდა. “მუნდო დეპორტივოს” თანახმად, “ბარსელონას” სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტას 16 წლის შემტევ ნახევარმცველთან მოლაპარაკება უნდა გაემართა.

როგორც მოგეხსენებათ, ედეგორით წამყვანი ევროპული კლუბები არიან დაინტერესებულნი და ნორვეგიელი ფეხბურთელიც ყურადღებით არჩევს არსებულ ალტერნატივებს შორის ოპტიმალურ ვარიანტს.