ალესიო ჩერჩი კარიერას “ვერონაში” გააგრძელებს. 29 წლის თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა და კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ალესიო ჩერჩი მანამდე მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა. ის ესპანურ გუნდში 2014 წელს გადავიდა, თუმცა მოგვიანებით “მილანსა” და “ჯენოაში” გაანათხოვრეს.
“ვერონამ” გასულ სეზონში იტალიის სერია B-ში იასპარეზა, მეორე ადგილი დაიკავა და სერია A-ში თამაშის უფლება მოიპოვა.