ჯიჯის რეკორდი: ბუფონმა დელ პიერო და დინო ძოფი უკან მოიტოვა

ჯანლუიჯი ბუფონის სახელი “იუვენტუსის” ისტორიის განუყოფელ ნაწილად რომ არის ქცეული, ეს საიდუმლო არავისთვისაა, თუმცა მაინც სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ იტალიელი მეკარე კვლავ განაგრძობს ახალი სიმაღლეების დაპყრობას.

კიდევ ერთი დიდი რეკორდის დამყარება მან “სამპდორიასთან” გამართულ მატჩში შეძლო.

აღნიშნულ შეხვედრაში ასპარეზობისას, ბუფონის ანგარიშზე სერია ა-ს მატჩებში ჩატარებული 39 681-ე წუთი დაგროვდა, მეტი ვიდრე სხვა რომელიმე მოქმედი ან ვეტერანი ფეხბურთელის ანგარიშზეა.

შედეგად, ბუფონმა ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები მოიტოვა უკან, როგორებიც ალესანდრო დელ პიერო და დინო ძოფი იყვნენ.

დინო ძოფი ჰოსპიტალიზებულია

იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე დინო ძოფი რომის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.

Il Messaggero-ს ცნობით, 73 წლის სპეციალისტს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე პრობლემა შეექმნა, თუმც კონკრეტულად რა სახის პრობლემაზეა საუბარი, ეს ჯერჯერობით არ სახელდება. წყაროს თანახმად, გამოჯანმრთელებისა და საავადმყოფოდან გამოწერის შემთხვევაშიც კი, დაავადება თავის კვალს დატოვებს.

 

დინო ძოფი: “ბუფონი კვლავაც საუკეთესოა”

ლეგენდარული იტალიელი მეკარე, დინო ძოფი აცხადებს, რომ ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი, ჯანლუიჯი ბუფონი მსოფლიოში კვლავაც საუკეთესოა.

“ჩემი აზრით, ჯიჯი იტალიაში, ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში გამორჩეულია, ის საუკეთესო მეკარეა. რაც შეეხებათ ანდრეა კონსილისა და ანტონიო მირანტეს, ისინი პატარები აღარ არიან, ხოლო მატია პერინის ძალიან მეიმედება. ვფიქრობ, ისიც ბუფონის მსგავსად, არაერთ წარმატებას მიაღწევს”, – ამბობს ძოფი.