“მილანი” “სანტოსის” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება

“მილანის” ხელმძღვანელები უკვე ემზადებიან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის. “როსონერს” უკვე შედგენილი აქვს სამიზნეთა ახალ სიას, რომელშიც ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას “სანტოსის” ნახევარმცველი, ლუკას ლიმა იკავებს.

როგორც ცნობილი ხდება, ლუკას ლიმასა და ბრაზილიულ კლუბს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 31 დეკემბერს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვარსი იტალიელებს მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატების შანსი ექნებათ.

UOL Esporte იტყობინება, რომ “როსონერის” წარმომადგენლებმა უკვე შეათანხმეს წინასწარი კონტრაქტი ლიმას აგენტებთან.

გეტყვით იმასაც, რომ 27 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს წარსულში “მანჩესტერ იუნაიტედთან” და “ბარსელონასთანაც” აკავშირებდნენ. ნაკრებში კი მას 14-ჯერ აქვს ნათამაშები და ორი გოლიც აქვს გატანილი (არგენტინისა და ჰაიტის ნაკრებების კარებში).

ტორინო ლუკას ლიმას შეიძენს

“სანტოსის” ნახევარმცველი ლუკას ლიმა უახლოეს მომავალში, შესაძლოა, “ტორინოს” ფეხბურთელი გახდეს.

24 წლის ფეხბურთელი “სანტოსში” შემქნილი ვითარებით უკმაყოფილოა. მოთამაშეს სამი თვეა ხელფასი არ აუღია. ლიმას აგენტმა კი ამასობაში კლუბის ხელმძღვანელობას “ტორინოს” ინტერესის შესახებ შეატყობინა.

ბრაზილიის ჩემპიონატის 35 შეხვედრაში ლუკას ლიმამ სამი გოლის გატანა შეძლო.