“იუვენტუსმა” კოშტას გაფორმების შემდეგ, მეორე ტრანსფერი განახორციელა

“ჯენოას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, მატია პერინი “იუვენტუსში” ითამაშებს. 25 წლის მეკარე დღეს ჩავიდა ტურინში, სასტუმროში დაბინავდა და ხვალ კონტრაქტს ხელს მოაწერს. ჯერჯერობით, უცნობია, რა თანხა დაუჯდა იტალიელი “ბებერ ქალბატონს”.

პერინი ჯენოას აღზრდილია. ის 2010 წლიდან თამაშობს მთავარ გუნდში, თუმცა 2011-2013 წლებში თითო-თითო სეზონი “პადოვასა” და “პესკარაში” გაატარა. მან წინა სეზონში სერია ა-ს 38 მატჩიდან 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ მეკარის ტრანსფერი დაკავშირებულია ჯანლუიჯი ბუფონის “იუვედან” წასვლასთან. როგორც გუნდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, მომავალ სეზონში მთავარი კარის დარაჯი ვოიცეხ შჩესნი იქნება. პერინი კი მისი შემცვევლის როლს შეასრულებს.

 

სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში “ჯენოა” მზადაა პერინი ინგლისში გაუშვას

მატია პერინის, იტალიური “ჯენოას” კარის დარაჯის აგენტის თქმით, ფეხბურთელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ინგლისურ პრემიერ ლიგაში გადაბარგებას, თუ ინგლისელები საკმაო თანხას გადაიხდიან.

“ჯენოას” მეკარე, რომელიც მიმდინარე სეზონში ძირითადის მუდმივ წევრად იქცა, რამოდენიმე ინგლისური კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული. საუბარია “ტოტენჰემზე”, “არსენალსა” და “ლივერპულზე”.

“იმედი მაქვს, რომ პერინი დიდ კლუბში შესძლებს გადასვლას. იტალიაში მან 120 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ასეთი გამოცდილება აქვს.

თუმცა “ჯენოა” მას მხოლოდ სარფიანი გარიგების შემთხვევაში შეელევა.” – განაცხადა იტალიელის აგენტმა.

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ჯანლუიჯი ბუფონი 2018-ში?

როგორც იცით, ჯანლუიჯი ბუფონი, რომელსაც ნაკრებში დაახლოებით 20 სეზონი აქვს ჩატარებული, კარიერის დასრულებას 2018 წელს აპირებს.

იტალიის ნაკრებში მისი ჩანაცვლება ნამდვილად ძალიან რთული იქნება. თუმცა, იტალიელთა საბედნიეროდ მათ ჰყავთ რამოდენიმე ნიჭიერი მეკარე, რომელმაც შესაძლოა ეს საქმე იკისროს.

გთავაზობთ იტალიის ნაკრების მთავარი მეკარეობის 5 კანდიდატურას:

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

“ჯენოა” “ლივერპულისგან” 20 მილიონს ითხოვს

“ჯენოასა” და იტალიის ნაკრების კიპერი მატია პერინი “ლივერპულის” ინტერესის სფეროში მოექცა.

მერსისაიდული კლუბი არასტაბილური მინოლეს შემცვლელს ეძებს. იტალიელები პერინში “ლივერპულისგან” 20 მილიონ ევროს ითხოვენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ჯენოა” არ აპირებს პერინის იანვარში გაშვებას. მისი გაყიდვა შესაძლებელი მხოლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეა.

ამ სეზონში “ჯენოას” მაისურით პერინიმ სერია ა–ში ცხრავე მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 8 ბურთი გაუშვა.

დინო ძოფი: “ბუფონი კვლავაც საუკეთესოა”

ლეგენდარული იტალიელი მეკარე, დინო ძოფი აცხადებს, რომ ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი, ჯანლუიჯი ბუფონი მსოფლიოში კვლავაც საუკეთესოა.

“ჩემი აზრით, ჯიჯი იტალიაში, ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში გამორჩეულია, ის საუკეთესო მეკარეა. რაც შეეხებათ ანდრეა კონსილისა და ანტონიო მირანტეს, ისინი პატარები აღარ არიან, ხოლო მატია პერინის ძალიან მეიმედება. ვფიქრობ, ისიც ბუფონის მსგავსად, არაერთ წარმატებას მიაღწევს”, – ამბობს ძოფი.