ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში “საუთჰემპტონსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (1:1) სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა მიიჩნია, რომ შეხვედრის 55-ე წუთზე ესპანელი ფეხბურთელი მეტოქე გუნდის საჯარიმო მოედანზე საკუთარი ნებით დაეცა და უმალ გაფრთხილება მისცა.
Opta-ს თანახმად, მიმდინარე სეზონში ეს “ჩელსის” ფეხბურთელებისთვის სიმულაციის გამო ნაჩვენები მეოთხე ყვითელი ბარათი იყო. ამ სეზონში აღნიშნული დარღვევისთვის პრემიერლიგის არცერთი სხვა გუნდი ასე ხშირად არ დასჯილა.