მადრიდის „ატლეტიკოს“ ოფიციალურმა საიტმა ნახევარმცველ მარიო სუარესის „ფიორენტინაში“ ტრანსფერი დაადასტურა.
28 წლის ესპანელი „ატლეტიკოს“ ღირსებას ხუთი წლის განმავლობაში იცავდა და ამ დროში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ასევე მან ევროპის ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო. სუარესი ორჯერ ევროპის სუპერთასის გამარჯვებული ხდებოდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა.
განვლილ სეზონში მარიომ ყველა ტურნირზე მადრიდული კლუბის შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა და თავი ორი გოლით გამოიჩინა.