Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოსნია-ჰერცოგოვინაში ჩასულ შოტლანდიელ გულშემატკივრებს ადგილობრივი პირები სასტიკად გაუსწორდნენ.
როგორც ცნობილი ხდება, “აბერდინის” საგულშემატკივროდ ბოსნია-ჰერცოგოვინაში 50 შოტლანდიელი გულშემატკივარი ჩავიდა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩამდე ერთი დღით ადრე ქალაქის ისტორიულ ქუჩებში სეირნობდნენ.
სეირნობისას “აბერდინის” ფანებს შენიღბული, ბიტებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე შოტლანდიელი გულშემატკივარი მძიმედ დაშავდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. პოლიციამ უკვე დაიწყო ამ საქმის გამოძიება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ “შიროკ ბრიეგსა” და “აბერდინს” შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.