“აბერდინის” რეკორდი: 11 ათასი კილომეტრი

შოტლანდიურმა “აბერდინმა”, რომელსაც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქე ყაზახეთის “ქაირათი” ერგო, ევროთასებზე მანძილის დაფარვაში რეკორდი დაამყარა.

ევროთასების ისტორიაში არცერთ გუნდს არ დაუფარავს 11 ათასი კილომეტრი (ერთი გზა 5495 კმ). ჩარტერი დაახლოებით 200 ათასი ფუნტი (285 ათასი ევრო) დაჯდა. კლუბს თან ახლდა “აბერდინის” 65 ფანი. შეხვედრა ყაზახური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მალე იგივე რეკორდს “ქაირათი” გაიმეორებს, რომელსაც 6 აგვისტოს, “აბერდინთან” საპასუხო მატჩი ელის.