დაღესტანში „ანჟის“ ფეხბურთელი მოკლული იპოვეს

ღამით მახაჭყალის „ანჟის“ მეორე გუნდის მოთამაშე გასან მაგომედოვი მოკლული იპოვეს. ფეხბურთელი უცნობი პირების სროლის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ამჟამად ცნობილია, რამდენიმე ადამიანი ფეხბურთელის მანქანას ესროდა.

შაბათს, 3 იანვარს, გასანმა მეგობრებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანი სახლში გამოიყვანა. ღამის თორმეტი საათისთვის მაგომედოვმა ნათესავებს დაურეკა და აცნობა, რომ სახლისკენ მიდის. ცოტა ხნის შემდეგ კი ფეხბურთელი მანქანაში დაჭრილი იპოვეს. გაირკვა, რომ მაგომედოვი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე პოლიციისთვის საქმის სხვა დეტალები უცნობია.