“უიმბლდონის” თავდამსხმელმა ადებაიო აკინფენვამ, რომელსაც დაახლოებით 180 კილოგრამი მასის აწევა შეუძლია და მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად მიიჩნევა, თანაგუნდელებს “ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდთან მაისურის გაცვლა აუკრძალა.
ცნობისათვის, მისი გუნდი და “ლივერპული” ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე ერთმანეთს ხვალ დაუპირისპირდებიან.
აკინფენვამ, რომელიც მერსისაიდული გუნდის დიდი გულშემატკივარია, უკვე დაადგა თვალი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის ფორმას და თანაგუნდელებიც გააფრთხილა, ჯერარდთან მაისურის გაცვლა არავინ გაბედოს, თორემ შავ დღეს დაგაყრითო.