ოფიციალურად: მარკ ჰიუზმა “საუთჰემპტონი” ჩაიბარა

“საუთჰემპტონის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარკ ჰიუზის დანიშვნის შესახებ. უელსელი სპეციალისტი “წმინდანებს” სეზონის ბოლომდე უთავკაცებს (მინიმუმ).

ასე რომ, 54 წლის მარკ ჰიუზს მაურისიო პელეგრინოს შეცვლა დაევალება. უელსელს არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა ხვდება კლუბში – “საუთჰემპტონი” პრემიერ ლიგის 30 ტურის შემდეგ მე-17 ადგილს იკავებს და დარჩენისთვის იბრძვის.

გეტყვით იმასაც, რომ ბოლოს ჰიუზი “სტოკ სიტის” ღირსებას იცავდა, საიდანაც ის იანვრის თვეში გაათავისუფლეს. მას ისეთ კლუბებში მუშაობის გამოცდილება აქვს, როგორებიც არიან “ქპრ”, “ფულჰემი”, “მანჩესტერ სიტი” და “ბლექბერნი”.

TOP 5: ფეხბურთელები, რომლებიც ყოფილ კლუბებს დაუბრუნდნენ

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც ყოფილ კლუბებში დაბრუნდნენ.

1. ტიერი ანრი (“არსენალი”, 1999 -2007 & 2012)

492f05ae29543a33a6dce99ce659de2b_large

2. იან რაში (“ლივერპული”, 1980-1987 & 1988-1996)

PA-306260

3. შტეფან ეფენბერგი (“ბაიერნი”, 1990-1992 & 1998-2002)

kantige-typen-braucht-der-fussball-ein-solcher-ist-zweifelsohne-stefan-effenberg-nach-wochenlanger-kritik-an-seinen-leistungen-platzt-dem-kapitaen-von-bayern-muenchen-bei-einer-pressekonferenz-der

4. მარკ ჰიუზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 1980-1986 & 1988-1995)

_67489914_mark_hughes_empics

5. დიდიე დროგბა (“ჩელსი”, 2004-2012 & 2014)

Chelsea's Ivorian forward Didier Drogba