ბონი: „იაია ტურემ მითხრა, რომ „მანჩესტერ სიტი“ მსოფლიოს ერთ-ერთი დიდებული კლუბია“

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა უიფრიდ ბონიმ „ქალაქელების“ შემადგენლობაში თავის ტრანსფერზე ისაუბრა.

„იაია და კოლო ტურეს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის წინ ბევრი ვესაუბრე, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადამედგა.

იაიამ მითხრა, რომ „სიტის“ მსოფლიოს ერთ-ერთი დიდებული კლუბია. შანსების გამოსაყენებლად ბევრი უნდა ვიმუშავო.

აქ ცოტა ხანი ვარ, ასე რომ, ჯერჯერობით ისევ ადაპტაციას გავდივარ“, – განაცხადა ბონიმ.

პელეგრინი: “მილნერი ტრავმირებულია, ბონი დებიუტისთვის მზადაა”

“მანჩესტერ სიტის” გულშემატკივარს დიდი სურვილი აქვს გუნდის ძვირადღირებული ახალწვეული, უილფრიდ ბონი სასტარტო შემადგენლობაში იხილოს.

“ქალაქელებმა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 32 მილიონის სანაცვლოდ ფერადკანიანი შემტევი, უილფრიდ ბონი დაიმატეს, მაგრამ აფრიკის თასის გამო, იგი ვერ ახერხებდა კლუბში თამაშს. დიდი ალბათობით, ფეხბურთელის დებიუტი “ნიუკასლის” წინააღმდეგ შედგება.

“ბონი მომდევნო მატჩისთვის განაცხადში იქნება. ვნახოთ, სასტარტოში დავაყენებ, თუ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს,”-განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

გარდა ამისა, გუნდს ტრავმირებული ჰყავს ჯეიმს მილნერი, რომელიც მუხლის დაზიანების გამო “ნიუკასლთან” ვერ იასპარეზებს.

სავარაუდოდ, ინგლისელი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც გამოტოვებს, “ბარსელონას” წინააღმდეგ.

“მანჩესტერ სიტი”: მათემატიკა ისწავლე, მოურინიო!

“მანჩესტერ სიტის” სატრანსფერო პოლიტიკას “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო  დიდი ყურადღებით აკვირდება.

“ქალაქელებს” ბრალს სდებენ უილფრიდ ბონის შეძენის დროს ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევაში. მართვის ორგანო 50 მილიონის დაბრუნებას ითხოვს, რადგან, მათი თქმით, ინგლისურმა კლუბმა ბოლო დროს ახალწვეულებში 91 მილიონი ფუნტი დახარჯა.

ამდენად, მანუელ პელეგრინის გუნდმა ჯეკ როდუელის, ხავი გარსიასა და ალვარო ნეგრედოს გაშვებით, დაახლოებით, 24 მილიონ ფუნტამდე მიიღო.

ამავე დროს, უეფას ამ საქმის გამოძიებას “არისტოკრატთა” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თხოვს.

“ეჭვი არაა, რომ ჩვენ უეფად წესებში ვჯდებით. ეს სისულელე და ჭორებია. ტრანფერების გაკეთებისას ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ წესების სრული დაცვით მოგვეხდინა ახალწვეულების წარდგენა და ფეხბურთელების გაშვება. ამიტომაც, ჟოზე მოურინიოს ურჩევნია, მათემატიკა ისწავლოს,” – ასე უპასუხეს პორტუგალიელის კრიტიკას “მანჩესტერელთა” წარმომადგენლებმა.

უილფრიდ ბონიმ მალელ ფეხბურთელს შესანიშნავი ფინტი გაუკეთა (ვიდეო)

24 იანვარს, აფრიკის თასზე, კოტდიუვარისა და მალის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:1) უილფირდ ბონიმ მეტოქეს შესანიშნავი ფინტი გაუკეთა.

ბონი: „ვამაყობ, რომ „მანჩესტერ სიტიში“ გადავედი“

თავდამსხმელმა უილფრიდ ბონიმ „მანჩესტერ სიტიში“ ტრასნფერზე ისაუბრა.

„მიხარია და ვამაყობ, რომ „მნაჩესტერ სიტის“ მოთამაშე გავხდი. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა. ნებისმიერ ფეხბურთელს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კლუბის რიგებში თამაში გაუხარდება. ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი და ის დადგა. ეს ფანტასტიკაა.

ვფიქრობ, ჩემთვის ეს ჩინებული ვარიანტია, რადგან „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობს. როგორც გახსოვთ, გასული სეზონის ბოლოს ვთქვი, რომ „სუონსიდან“ წასვლა მხოლოდ იმ კლუბში შემიძლია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მონაწილეა, რადგან ეს დიდებული ტურნირია, რომლის მოგებაზე ვოცნებობ. 100%-თ დავიხარჯები, რათა ჩემი სურვილები რეალობად იქცეს.

„სიტი“ დიდი კლუბია, აქ ბრწყინვალე ფეხბურთელები გამოდიან. მგონია, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია“, – განაცხადა ბონიმ.

უილფრიდ ბონი: „მანჩესტერ სიტის“ მომავალი ლიდერი? (ვიდეო)

სანამ „მანჩესტერ სიტი“ „სუონსის“ თავდამსხმელის უილფრიდ ბონის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ამ მოთამაშის საუკეთესო ეპიზოდებია ასახული.