26 ივლისს, ეგვიპტურმა “ზამალეკმა” საკუთარ მოედანზე კონგოს ჩემპიონატში მოასპარეზე “ლეოპარდსი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა გუნდის თავდამსხმელი რუდი ნდეი მეკარესთან ორთაბრძოლის შემდეგ მინდორზე დავარდა და გრძნობა დაკარგა. კონგოელი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო როგორც პრესაში იწერება, ფეხბურთელს ინვალიდის ეტლით მოუწევს გადადგილება.