„ლაციოს“ პრეზიდენტი: „ანდერსონი 100 მილიონი ღირს“

„ლაციოს“ პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ ნახევარმცველ ფელიპე ანდერსონის სატრანსფერო ფასი დაასახელა.

„ფელიპე ანდერსონი ას მილიონზე ნაკლები არ ღირს“, – აღნიშნა „ბიანკოჩელესტეს“ პრეზიდენტმა.

აქამდე თავად ფეხბურთელმა აღიარა, რომ „ბარსელონაში“ ან რომელიმე სხვა ტოპ კლუბში სიამოვნებით ითამაშებდა.

“ბარსელონას” “ლაციოს” ნახევარმცველი სურს

ფელიპე ანდერსონი სხვადასხვა ევროპული ტოპ-კლუბების ინტერესთა სფეროში მოექცა.

კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობა რომის “ლაციოდან” ფელიპე ანდერსონის დამატებას აპირებს.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ იტალიურ გუნდთან 2020 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, მაგრამ პრესის თქმით, ესპანური გუნდი ისეთ წინადადებას ამზადებს, რომ “ლაციოს” აუცილებლად დააინტერესებს.

მანამდე, 21 წლის შემტევით “ჩელსიც” ინტერესდებოდა, რომელიც ბრაზილიელში 40 მილიონ ევროს ჩამოდიოდა.

ამ სეზონში ანდერსონმა სერია ა-ში ჩატარებული 22 მატჩიდან, 9 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა მიითვალა.

“ბარსელონა” ფელიპე ანდერსონით დაინტერესდა

“ლაციოს” 21 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

Mundo Deportivs-ს ცნობით ანდერსონმა ცოტა ხნის წინ რომაულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2020 წლამდეა გათვლილი. თუმცა, “ბარსელონას” ყურადღება ფეხბურთელიც და კლუბიც დააინტერესა. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბრაზილიელის გადაბირება პრემიერლიგის რამდენიმე კლუბსაც სურს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ფელიპე ანდერსონმა 22 შეხვედრაში აქტივში 9 გოლი და 6 საგოლე პასი ჩაიწერა.

 

“ჩელსი”: 40 მილიონი “ლაციოს” ლიდერისთვის

“პენსიონერები” დაინტერესებული არიან “ლაციოს” ნახევარმცველის, ფელიპე ანდერსონის მომსახურებით.

ლონდონური გუნდი აპირებს ამ ზაფხულში რომაული გუნდის ბრაზილიელი ლიდერი დაიმატოს.

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს თქმით, მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე ისინი 21 წლის შემტევის გაფორმებაზე სერიოზულად იმუშავებენ.

ცნობილი გახდა, რომ “არისტოკრატები” “ლაციოს” ახალგაზრდა ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს შეთავაზებენ.

სერია ა-ს მიმდინარე სეზოში, ფელიპე ანდერსონმა 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და გააკეთა შვიდი საგოლე გადაცემა.

აგენტი: „ანდერსონი რომში ბედნიერია“

რომის „ლაციოს“ ნახევარმცველის ფელიპე ანდერსონისგენტმა განაცხადა, რომ ევროპის წამყვანი კლუბების მხრიდან ინტერესის მიუხედავად, მისი კლიენტი ამჟამად სამუშაო ადგილის შეცვლას არ გეგმავს.

„ფელიპემ „ლაციოსთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა. რომში ის ძალიან ბედნიერია და ამ ეტაპზე სხვაგან გადასვლაზე არ ფიქრობს“, – განაცხადა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „ლაციოში“ 2013 წლიდან თამაშობს.

“ლაციოს” ახალგაზრდა ფეხბურთელმა “სასუოლოს” ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)

1 მარტს, იტალიის სერია A-ში “სასუოლომ” საკუთარ მოედანზე “ლაციო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

შეხვედრაში პირველი გოლი 45-ე წუთზე “ლაციოს” ახალგაზრდა ფეხბურთელმა ფელიპე ანდერსონმა მეტოქის კარში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

ფელიპე ანდერსონი „ატლეტიკოში“?

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა მომავალზე ფიქრობს და ზაფხულის შესაძლო ტრანსფერებს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელები რომის „ლაციოს“ ნახევარმცველის ფელიპე ანდერსონის დამატებაზე დაფიქრდნენ. მეტიც, „ატლეტიკოს“ სპორტული დირექტორი ხოსე ლუის კამინერო უკვე 21 წლის აგენტსაც კი ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ანდერსონი „ლაციოში“ 2013 წლიდან თამაშობს.

ფელიპე ანდერსონის მამა ორმაგი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

„ლაციოს“ ნახევარმცველმა ფელიპე ანდერსონმა ბრაზილიიდან უსიამოვნო სიახლე შეიტყო – მამამისი ავტოავარიის მონაწილე გახდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

51 წლის სებასტიანო ტომე გომესი ბრაზილიის პოლიციამ ორმაგი მკვლელობის ბრალდებით დააკავა. თვითმხილველთა თქმით, ფეხბურთელის მამა 30 წლის მოტოციკლის მძღოლს უთვალთვალებვდა, რომელიც მისი ცოლის საყვარელი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, ყველაფერი მანქანისა და მოტოციკლის შეჯახებით დასრულდა, როდესაც ეს მოხდა, დაზარალებული თავის სახლთან იმყოფებოდა. შედეგად, მოტოციკლი სახლის კედელს დაეჯახა, რასაც მძღოლის ცოლის სიკვდილით მოჰყვა.

გარდა ამისა, თვითმხილველებმა ისიც დაამატეს, რომ ანდერსონის მამა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

1
2