ნოჩერინო „პარმას“ ემშვიდობება და „მილანში“ ბრუნდება

ნახევარმცველი ანტონიო ნოჩერინო, რომელმაც განვლილი სეზონის პირველ ნახევარი იჯარით ჯერ „ტორინოში“, ხოლო შემდგომ „პარმაში“ ჩაატარა, „მილანში“ დაბრუნდა.

„დიდი მადლობა, რომ ასეთ მოკლე ხანში თბილად მიმიღეთ. მშობელთა სიკვდილის გამო, რთული პერიოდი მქონდა.

აქ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, რომელმაც თავი როგოროც სახლში მაგრძნობინა. დიდი მადლობა მწვრთნელსა და პერსონალს, რომლებიც დიდი პროფესიონალები არიან. მათ წარმატებას ვუსურვებ. ასევე მადლობა ყველას, ვინც გუნდს ამ რთულ პერიოდში მხარს უჭერდა. ჩემი გული აქ სამუდამოდ დარჩება“, – განაცხადა ნოჩერინომ.

ცნობისთვის, „მილანთან“ კონტრაქტი ნახევარმცველს შემდეგ წელს ეწურება. ამჟამად მისი მომავალი უცნობია. ითამაშებს თუ არა ანტონიო შემდეგ სეზონში „როსონერის“ შემადგენლობაში? ბევრი რამ გუნდის მომავალ თავკაცზე იქნება დამოკიდებული.

ნოჩერინო: „ტორინოს“ მწვრთნელი დებილივით მექცეოდა“

„პარმას“ ახალწვეულმა ანტონიო ნოჩერინომ „ტორინოდან“ წასვლის მთავარ მიზეზზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურინული კლუბის მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა მას არ აფასებდა.

„ტორინოს“ ბოლო ექვსი თვისთვის მადლობას ვუხდი, ჩემი უკმაყოფილება მხოლოდ მთავარ მწვრთნელთანაა დაკავშირებული. ვენტურა როგორც იდიოტს მექცეოდა. მე საფეხბურთო განათლება მივიღე, რომელსაც პატივი უნდა სცენ. ვენტურამ ბევრი ბინძური რამ მთხრა, თითქოს, 15 წლის ბიჭი ვიყო. პროფესიონალურ ფეხბურთში ოთხასზე მეტ მატჩი ჩავატარე და ასეთი დამოკიდებულება მაღიზიანებდა.

„პარმაში“ თავის გამოჩენა და იტალიის ნაკრებში დაბრუნება მსურს. ბევრი ამბობდა, რომ „მილანში“ მხოლოდ იბრაჰიმოვიჩს წყალობით ვიტანდი, თუმცა, ჩემი აზრით, კარგი ფეხბურთის ჩვენება მე თვითნაც შემიძლია“, – განაცხადა ნოჩერინომ.

შეგახსენებებთ, რომ ნახევარმცველის კონტრაქტი ამჟამად „მილანს“ ეკუთვნის და „პარმაში“ იგი ასევე იჯარით ითამაშებს.

ნოჩერინო „პარმაში“ გადავიდა

ნახევარმცველი ანტონიო ნოჩერინო მიმდინარე სეზონს „პარმას“ შემადგენლობაში დაასრულებს.

სეზონის პირველ ნახევარში 29 წლის ნახევარმცველმა იჯარით „ტორინოში“ ითამაშა, თუმცა ამ კლუბში იგი ვერ გაიხსნა.

„გამიხარდა, როდესაც „პარმას“ ვარიანტის შესახებ გავიგე. იმედია, კვლავ ის მოთამაშე გავხდები, რომელიც „მილანში“ ვიყავი. ანტონიო კასანოსთან ერთად თამაში სასიამოვნო იქნება“, – განაცხადა ნოჩერინომ.