“მეხელენის” ფეხბურთელმა სხეულზე თავისი ცოლის ტატუ გამოისახა (ფოტო)

ბელგიური კლუბის, “მეხელენის” კუთვნილებაში მყოფმა უროშ ვიტასმა სხეულზე თავისი ცოლის ტატუ გამოისახა, რამაც მალევე დაიპყრო სოციალური ქსელი.

“მეხელენის” მეკარემ “ანდერლეხტთან” მატჩში სამი პენალტი მოიგერია (ვიდეო)

4 ოქტომბერს, ბელგიის ჩემპიონატში, “ანდერლეხტმა” საკუთარ მოედანზე “მეხელენი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის მთავარი გმირი სტუმართა მეკარე ჟან-ფრანსუა ჟილე გახდა, რომელმაც მე-7, 14-ე და 89-ე წუთებზე “ანდერლეხტის” ფეხბურთელებს სამი პენალტი აუღო.

“ბრიუგეს” ფეხბურთელმა “მეხელენს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

16 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატში, “ბრიუგესა” და “მეხელენს” შორის გამართულ მატჩში, “ბრიუგეს” ფეხბურთელმა ტომ დე სუტერმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.