ცხადაძემ არველაძეს მოუგო

ანთალიურ შეკრებაზე მყოფი კახა ცხადაძის ბაქოს “ინტერი” შორა არველაძის “ქასიმფაშას” შეხვდა. ქართველ მწვრთნელთა დუელი საქართველოს ნაკრების დამრიგებლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. “ინტერმა” მეტოქეს სამი გოლი გაუტანა, რასაც “ქასიმფაშას” ფეხბურთელებმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხეს.

“ინტერის” შემადგენლობაში ორმა ქართველმა – ლაშა სალუქვაძემ და ალექსანდრე ამისულაშვილმა ითამაშეს.