“ა” ლიგას “კაქტუსი” და თსუ დაემატნენ

„ა“ ლიგაში კიდევ 2 გუნდი შევიდა. შუადღისას გამოვლენილ 2 გუნდს ღამის მატჩებში კიდევ 2 დაემატა. ესენი არიან „კაქტუსი“ და თსუ.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა „კაქტუსმა“ მარნეულის „ინტერს“ 34 ქულით მოუგო. ქვემოქართლურ გუნდში ითამაშა ვეტერანმა ზაზა გაბისონიამ, რომელიც წინა მატჩებში მწვრთნელობით შემოიფარგლებოდა და როცა „ა“ ლიგაში გადასვლას 1 ნაბიჯი აკლდა, მოედანზეც გავიდა.

გაბისონიას გამოცდილებამ ვერ უშველა ბოლომდე მებრძოლ მარნეულელებს. გუნდმა პირველი ტაიმი ღირსეულ ბრძოლაში – 7 ქულით დათმო და მეორეში გატყდა. „ინტერს“ კლასი არ ეყო, გაცილებით მრავალმხრივი მოთამაშეებითა და დაკომპლექტებული „კაქტუსის“ დასამარცხებლად. მნიშვნელოვანი იყო სათადარიგოთა ფაქტორიც, რაშიც კაქტუსელებს უპირატესობა ჰქონდათ.

დღის ბოლო მატჩში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „სეუ-ჰიუნდაის“ შეხვდა. სტუდენტურ დერბიში დათმობა არ იყო. თსუ თავიდან კი ლიდერობდა და მეორე მეოთხედში მისმა უპირატესობამ 10 ქულასაც გადააჭარბა, თუმცა ირაკლი ალხანაიძის ძალისხმევით და „სეუ-ჰიუნდაის“ დანარჩენი მოთამაშეების დახმარებით თამაში გათანაბრდა და ბოლო წუთებმა უდიდესი დაძაბულობის ფონზე ჩაიარა.

გადამწყვეტ მომენტში „სეუ-ჰიუნდაი“ მისი ლიდერის, ირაკლი ალხანაიძის გარეშე დარჩა, რომელმაც მე-5 პერსონალური მიიღო. ბოლო წუთზე თსუ-ელებმა მეტი მობილიზება და სიზუსტე გამოიჩინეს და 4 ქულის სხვაობით – 69:65 იმარჯვეს.

გადასასვლელ თამაშებში დამარცხებული „სეუ-ჰიუნდაი“ და „მარნეული“ ერთმანეთს 3 მარტს სეხვდებიან და პირველი ლიგის დარჩენილ საგზურს გაითამაშებენ. ამ გუნდებთან ერთად საგზურისთვის იბრძოლებენ „წყალტუბო“ და „აკადემია“, რომლებმაც „ა“ ლიგაში გადასასვლელი მატჩები შესაბამისად „არენა-76“-თან და გორის „დილასთან“ წააგეს.

 

„ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირი. პლეიოფი. 26 თებერვალი

მარნეული 47:81 კაქტუსი

12:20, 15:16, 8:23, 12:22

მარნეული:ჯანხოთელი (17), მინაძე (9), ჯაჯანიძე (8)

კაქტუსიტატუნაშვილი (22 ქულა, 12 მოხსნა), ნანიტაშვილი (18), ხიზანიშვილი (17)

 

სეუ-ჰიუნდაი 65:69 თსუ

14:19, 7:12, 25:14, 19:24

სეუ-ჰიუნდაი: ალხანაიძე (36 ქულა, 12 მოხსნა), ახალაია (13), კოპალიანი (8 ქულა, 9 მოხსნა)

თსუ: ფანჩულიძე (23), ბერუაშვილი (12 ქულა, 11 მოხსნა), კობიძე (12 ქულა, 10 მოხსნა)

gbf.ge

“არენა 76”-მა და გორის “დილამ “ა” ლიგის საგზურები მოიპოვეს

საკალათბურთო აკადემიაში „ა“ ლიგაში გადასასვლელი მატჩები მიმდინარეობს. ჯგუფური ეტაპის შედეგად დარჩენილი 8 გუნდი დაწყვილებულია და „ა“ ლიგის 6 საგზურისთვის იბრძვის. დღევანდელ მატჩებში გამარჯვებულები – ჯამში 4 გუნდი საგზურებს მოიპოვებენ, ხოლო წაგებულები „ა“ ლიგის დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებს.

 

დღეს უკვე ჩატარდა 2 მატჩი და შესაბამისად ის 2 გუნდი გამოვლინდა, რომლებმაც „ა“ ლიგის საგზურები მოიპოვეს. ესენი არიან „არენა-76“ და გორის „დილა“. ზურა ტომარაძის გაწვრთნილმა არენელებმა დაძაბულ ბრძოლაში – ანგარიშით 64:59 დაამარცხა „წყალტუბო“.

შეხვედრა თანაბარი გამოვიდა და მაყურებელმა საინტერესო ბრძოლა იხილა. არენელებს პირველი ტაიმის შემდეგ სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ მოპოვებული – 37:27 იგებდნენ, თუმცა გიორგი კუჭავასა და ალექსანდრ რიხლიუკის ძალისხმევით მესამე პერიოდი 20:9 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 1 ქულით – 47:46 დაწინაურდნენ.

ბოლო პერიოდში გადამწყვეტი სიტყვა თქვეს „არენას“ ლიდერებმა – ჯერემი ბაინამმა, ზვიად ანთაძემ, ზურა მაჩალაძემ, ალექსანდრ კოსენკოვმა. მათი ძალისხმევით თბილისელებმა 18:12 მოიგეს ბოლო ათწუთეული და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.

დამარცხებულ „წყალტუბოს“ „ა“ ლიგაში მოხვედრის შანსი კვლავ შერჩა. ლიგაში მოსახვედრად წყალტუბოელები 3 მარტს „აკადემიას“ შეხვდებიან, რომელმაც დღეს გორის „დილასთან“ 74:82 წააგო. მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო და არც ვნებათაღელვა აკლდა. გორელთა ცენტრი, დავით მუშკუდიანი მეტოქესთან დავის გამო დისკვალიფიცირებულ იქნა. მისი გამოკლებით გორელებს ფარქვეშ საიმედო ბოძი გამოეცალათ, თუმცა გამოცდილების ხარჯზე გამარჯვებას მაინც მიაღწიეს.

22 ქულითა და 10 მოხსნით თავი ზვიად ბაბიაშვილმა გამოიჩინა. 16 ქულა მიითვალა ახალგაზრდა დავით აფხაზავამ. მაშ ასე – „გორი“ და „არენა-76“ „ა“ ლიგაში არიან, ხოლო „წყალტუბო“ და „აკადემია“ 3 მარტს დამატებითი საგზურისთვის იბრძოლებენ.

დღეს, 26 თებერვალს, „ა“ ლიგის საგზურის კიდევ 2 მფლობელი გამოვლინდება.

„ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირი. პლეი ოფი. 26 თებერვალი

არენა-76 64:59 წყალტუბო

19:16, 18:11, 9:20, 18:12

არენა: ბაინამი (21), ანთაძე (15 ქულა, 11 მოხსნა), მაჩალაძე (12 ქულა, 13 მოხსნა), კოსენკოვი (9 ქულა, 17 მოხსნა)

წყალტუბო: კუჭავა (21), რიხლიუკი (20 ქულა, 12 მოხსნა), კორკოტაძე (7 ქულა, 10 მოხსნა)

 

აკადემია 74:82 დილა

18:15, 18:19, 20:21, 18:27

აკადემია: ხუციშვილი (21), სოკური (21), ვორნიკი (12), ჟუკი (11)

დილა: ბაბიაშვილი (22 ქულა, 10 მოხსნა), აფხაზავა (16 ქულა, 7 პასი), ბადრიძე (13), ბეჟანიშვილი (11 ქულა, 10 მოხსნა)

gbf.ge

“ა” ლიგის შესარჩევი: “მარნეულმა” და “წყალტუბომ” გადასასვლელ მატჩებში თამაშს უფლება მოიპოვეს

„ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა. გარკვეულია ის 8 გუნდი, რომლებიც ერთმანეთს „ა“ ლიგაში გადასასვლელ მატჩებში დაუპირისპირდებიან. 4 წყვილში გამარჯვებული პირდაპირ მოიპოვებს „ა“ ლიგის საგზურებს, ხოლო წაგებული 4 გუნდი კიდევ 2 საგზურისთვის იბრძოლებენ.

დღეს 2 მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ჯგუფებში 3-4 ადგილებზე გასული გუნდები შეხვდნენ, რომლებმაც „ა“ ლიგის გადასასვლელ მატჩებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

„მარნეულმა“ „ნიკეას“ სძლია და „ა“ ლიგაში გადასასვლელ მატჩში26 თებერვალს „არენა-76“-ს შეუწყვილდა. თავის მეტოქეს ელოდა „კაქტუსი“, რომელიც „წყალტუბოსა“ და „კრისტალის“ მატჩში უნდა გამოვლენილიყო. წყალტუბოელებმა გაჭირვების გარეშე – 92:57 სძლიე „კრისტალს“ და 26 თებერვალს „ა“ ლიგაში მოსახვედრად „კაქტუსს“ დაუპირისპირდებიან.

მაშ ასე, 26 თებერვალს „ა“ ლიგის 4 მონაწილე გამოვლინდება, ხოლო წაგებული 4 გუნდი ლიგაში დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებენ (იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი საპლეიოფო ბადე)

„ა“ ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი. 24 თებერვალი

ნიკეა 54:71 მარნეული

7:13, 13:15, 20:16, 14:27

ნიკეა: გეგეჭკორი (15), მირზაშვილი (14), ნერგაძე (12)

მარნეული: ირაკლი ჯანხოთელი (34), ბექა ჯანხოთელი (10 ქულა, 10 მოხსნა), შაოშაძე (6 ქულა, 13 მოხსნა)

წყალტუბო 92:57 კრისტალი

23:14, 15:13, 24:14, 30:16

წყალტუბო: კუჭავა (33), რიხლიუკი (23 ქულა, 14 მოხსნა), ფაიქრიძე (14)

კრისტალი: გაგნიძე (22), ლომიძე (10)

gbf.ge

“ა” ლიგის შესარჩევი: “სეუ-ჰიუნდაიმ” და “კაქტუსმა” თავ-თავიანთი ჯგუფები მოიგეს

დასრულდა „ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპი და შესაბამისად, ის გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძოლებენ. მიმდინარე, შესარჩევი ტურნირის მიზანი იმ 6 გუნდის გამოვლენაა, რომლებიც „ა“ ლიგაში იასპარეზებენ.

დღეს, საკალათბურთო აკადემიაში გამართული 3 მატჩით დასრულდა ჯგუფური ეტაპი, რომლის შემდეგაც გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდნენ. 3 ჯგუფში I-II ადგილებზე გასული გუნდები მეოთხედფინალში პირდაპირ მოხვდნენ. მესამეადგილოსნები და 1 საუკეთესო მეოთხეადგილოსანი კი გადასასვლელ მატჩებში მეოთხედფინალის დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებენ.

დავაზუსტებთ, რომ მეოთხედფინალი პლეი ოფის ხსენებულ რაუნდს პირობითად ეწოდება, რადგან გუნდები ამ ეტაპზე არა ფინალში გასასვლელად, არამედ, როგორც უკვე ვთქვით, საუკეთესო 6-ეულში მოსახვედრად იბრძვიან. შესაბამისად, მეოთხედფინალის გამარჯვებული გუნდები, გაინაღდებენ რა „ა“ ლიგის საგზურებს, შესარჩევ ტურნირში ასპარეზობას დაასრულებენ. წაგებულ 4 გუნდს კი „ა“ ლიგაში მოსახვედრად ბრძოლის შანსი კვლავ რჩება. ისინი დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებენ (იხილეთ პლეი ოფის ბადე).

რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს, სამივე შეხვედრაში დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ. განსაკუთრებით კი „სეუ-ჰიუნდაისა“ და გორის „დილას“ მატჩია გამოსარჩევი. „ჰიუნდაის“ სპონსორობით წელგამართული საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი ყველაზე გამორჩეულად თამაშობს. ლაშა ეძგვერაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტურში არცთუ სუსტი „ნიკეა“ 123:42 გაანადგურა, დღეს კი ჯგუფის მეორე და უკანასკნელ მატჩში გორის „დილას“ დრამატულ ფინალში სძლია და „ბ“ ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ვლადიმერ ბეჟანიშვილის, დავით მუშკუდიანის, ვახტანგ მინაშვილის, ზუკა ბადრიძის და სხვა ახლო წარსულში ცნობილი კალათბურთელების გუნდმა „დილამ“, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე აგებდა, ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა. „სეუ-ჰიუნდაიმ“ წუთშესვენება აიღო, შეტევა დაგეგმა, რაც სრულყოფაში გუგა პატარაიამ მოიყვანა, რომელმაც ფინალუი სირენის გაჟღერებამდე 1 წამით ადრე გამარვების სამქულიანი ჩააგდო.

ჰიუნდაელებს ირაკლი დოლიძემ 17 ქულით ულიდერა, 15 ქულაა და 10 მოხსნა ირაკლი ალხანაიძემ მიითვალა, გელა კოპალიანმა კი გამარჯვებულებს 12 ქულა მიაშველა.

დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება მარნეულის „ინტერმა“, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ 20 ქულით უგებდა „კრისტალს“, თუმცა ბოლო მეოთხედში, ანგარიში რომ მინიმუმამდე შემცირდა, ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუხდა. მარნეულელებმა იბრძოლეს და საბოლოოდ 4 ქულით გაიმარჯვეს. ამ მოგებით ქვემოქართლელებმა „ბ“ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და მეოთხეფინალში გასასვლელ მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, სადაც ზაზა გაბისონიას გაწვრთნილი გუნდი „ნიკეას“ შეხვდება.

„ბ“ ჯგუფის პირველი ადგილის მფლობელი „კაქტუსისა“ და „აკადემიას“ ჯახში გაირკვა. 3 უკრაინელი ლეგიონერის მყოლმა „აკადემიამ“ მეორე ტაიმში ვეღარ გაუძლო კაქტუსელების სწრაფ ტემპს და გადაღლილმა შეცდომებს უხშირა. საბოლოოდ „კაქტუსმა” 9 ქულის სხვაობით იმარჯვა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში „მარნეული“-„ნიკეას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მარნეული 58:54 კრისტალი

18:11, 22:9, 6:24, 12:10

მარნეული: ჯაჯანიძე (20), ბ. ჯანხოთელი (17 ქულა, 9 მოხსნა), ი. ჯანხოთელი (12)

კრისტალი: გაგნიძე (20), ჯიქია (16), ჯ. არაბული (4 ქულა, 19 მოხსნა)

 

გორის „დილა“ 78:81 სეუ-ჰიუნდაი

21:25, 14:20, 23:19, 20:17

დილა: მუშკუდიანი (18 ქულა, 18 ოხსნა), ბაბიაშვილი (16 ქულა, 9 მოხსნა), გ. დოლიძე (16)

სეუ-ჰიუნდაი: ი. დოლიძე (17), ალხანაიძე (15 ქულა, 10 მოხსნა), კოპალიანი (12), გაბისონია (11)

 

კაქტუსი 62:53 აკადემია

16:12, 10:11, 15:9, 21:21

კაქტუსი: ტუკვაძე (13 ქულა, 14 მოხსნა), კნანიტაშვილი (13 ქულა, 9 მოხსნა), ხიზანიშვილი (11)

აკადემია: სოკური (20), ვორნიკი (11 ქულა, 13 მოხსნა)

gbf.ge

“ა” ლიგის შესარჩევი: “არენა 76”-მა თსუ-ს მოუგო და ჯგუფში პირველობა გაინაღდა

„ა“ ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. „ა“ ჯგუფში თამაშები დასრულდა და გაირკვა იმ 2 გუნდის ვინაობა, რომელებმაც მეოთხედფინალის საგზურები მოიპოვეს. უფრო სწორად, მანამდეც ცნობილი იყო, რომ „ა“ ჯგუფიდან პლეი ოფში „არენა 76“ და თსუ გავიდოდნენ, თუმცა დღეს ამ გუნდების პაექრობამ ჯგუფის გამარჯვებული და შესაბამისად, მეორე ადგილის მფლობელი გამოავლინა.

მაშ ასე, „არენა 76“-მა 93:90 დაამარცხა თსუ და „ა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ზურა ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა პლეი ოფის ბადეში ის პრივილიგირებული ადგილი დაიკავა, რომ მეოთხედფინალში პლეი ოფში გასასვლელი საკვალიფიკაციო მატჩებიდან გამოსულ გუნდს შეხვდება. თსუ კი მეოთხედფინალში „გ“ ჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდება (იხილეთ პლეი ოფის ბადე).

„არენა 76“-ისა და თსუ-ს მატჩი საინტერესო გამოდგა. ტომარაძის გუნდი ნიადაგ ლიდერობდა, თუმცა ნუგზარ ჭეიშვილის თსუ არ რჩებოდა და მეტოქესთან სულ ისეთ სიახლოვეს იმყოფებოდა, რომ წარმატების შანსს არ კარგავდა. არენელებს უკანა ხაზი სწყალობდათ, სადაც ამერიკელ ჯერემი ბაინამთან ერთად გიორგი ტეტელაშვილიც გამოირჩეოდა. ფარქვეშ ზუკა მაჩალაძე გამაგრებულიყო და „არენას“ დიდ დახმარებას უწევდა.

დღეს გამართულ მეორე მატჩში „წყალტუბომ“ საკმაოდ იოლად – 85:60 დაამარცხა ABT და „ბ“ ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. ამით წყალტუბოელებმა მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს. იმერული კლუბი პლეი ოფში გასასვლელად საუკეთესო მეოთხეადგილოსანს შეხვდება, რომელიც 21 თებერვალს გასამართი „მარნეული“-„კრისტალის“ მატჩში წაგებული გუნდი იქნება. ABT საუკეთესო მეოთხეადგილანი ვერ გახდება, რადგან „არენა 76“-თან ჯგუფის მატჩში ტექნიკური, 0-ქულიანი წაგება აქვს განცდილი.

ჯგუფური ეტაპის დასრულებას 3 მატჩი აკლია და ეს შეხვედრები შაბათს, 21 თებერვალს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.

 

ა ლიგა. შესარჩევი ტურნირი. საკალათბურთო აკადემია. 19 თებერვალი

წყალტუბო 85:60 ABT

27:6, 19:18, 23:9, 16:27

წყალტუბო: კუჭავა (30), რიხლიუკი (21 ქულა, 14 მოხსნა), ფაიქრიძე (15 ქულა, 9 მოხსნა), კანდელაკი (11 ქულა, 11 მოხსნა)

ABT: ნ. ბაქრაძე (15), იაკობიძე (11)

თსუ 90:93 არენა-76

21:28, 21:20, 22:17, 26:28

თსუ: ფანჩულიძე (23), გაფრინდაშვილი (16), ბეშქენაძე (10)

არენა: ბაინამი (26), მაჩალაძე (19 ქულა, 22 მოხსნა), ტეტელაშვილი (14), კოსენკოვი (13)

 

“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ფავორიტები გამოიკვეთნენ

დღეს საკალათბურთო აკადემიაში „ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირის 1 მატჩი გაიმართა. ტურნირზე თავისი პირველი მატჩი გამართა გორის „დილამ“, რომელიც 3-გუნდიან, „გ“ ჯგუფშია და პირველ ტურში ისვენებდა.

გორელთა მეტოქე „ნიკეა“ იყო, რომელიც გასულ პარასკევს, „სეუ-ჰიუნდაისთან“ 42:123 განადგურდა. „დილასთან“ ნიკეელები თავიდან კარგად თამაშობდნენ და პირველი მეოთხედის გარკვეულ პერიოდში ლიდერობდნენ კიდეც. თუმცა გორელებმა მეტოქის თამაშს მალევე აუღეს ალღო და ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონნენ.

გორის გუნდში თამაშობდნენ ვეტერანი კალათბურთელები – ვლადიმერ ბეჟანიშვილი, დავით მუშკუდიანი, ზვიად ბაბიაშვილი, ზურა ბადრიძე… „დილას“ ახალგარდა მოთამაშეებიც ჰყავს, რომელთაგან დავით აფხაზავას და მამუკა ბაზუაშვილს გამოვარჩევთ. საბოლოოდ გორელებმა დიდი სხვაობით – 94:67 იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი მუშკუდიანმა დაიდო – 19 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა. 8 ქულა ჰქონდა აფხაზავას, ხოლო ბადრიძემ თავი 15 ქულას მოუყარა.

ამით „ნიკეამ“ დაასრულა ჯგუფური ეტაპი, თუმცა როგორც მესამეადგილოსანს, შანსი აქვს, საუკეთესო ექვსეულისთვის პლეი ოფში იბრძოლოს. „ა“ ლიგის შერარჩევი ტურნირის მორიგი მატჩები 17 თებერვალს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება. ერთმანეთს კრისტალი-კაქტუსი და მარნეული-აკადემია შეხვდებიან.

superleague.ge

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო: “კაქტუსმა” და “აკადემიამ” ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს

სუპერლიგის “” ლიგის შესარჩევი ტურნირის მეორე სათამაშო დღე საკალათბურთოაკადემიაში ჩატარდაერთმანეთის პირისპირ „“ ჯგუფის წევრები წარსდგნენ: „კაქტუსი“ „მარნეულს“ შეხვდახოლო „აკადემია“ – „კრისტალს“.

მოედანზე ვიხილეთ ზაზა გაბისონიარომელიც ქართული კალათბურთის სტაჟიანგულშემატკივარს გასული საუკუნის 90-იანი წლების ეროვნული ჩემპიონატიდან ახსოვს.გაბისონია რუსთავის „აზოტში“ თამაშოდადღეს კი მარნეულში კალათბურთის სექციებსწვრთნის და გუნდი „“ ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირშიც გამოიყვანა.

 

მარნეულში” თაობათა სინთეზია. 40 წელს გადაბიჯებულ გაბისონიასთან ერთად გუნდში 18-წამდელთას ჩემპიონატის მონაწილენი და რა თქმა უნდაშუა ხნის კალათბურთელებიცთამაშობენჰოდაამ ბიჭებმა დღეს კინაღამ „კაქტუსს“ სძლიესეს უკანასკნელი ახალგაზრდა,თუმცა საკმაოდ კარგი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

მარნეული“ თავიდან კი ჩამორჩათუმცა მეორე ტაიმში დიდი ბრძოლისუნარიანობაგამოავლინა და გამარჯვებაც შეეძლობოლო წუთი რომ დაიწყოგაბისონიას გუნდი ქულასაგებდა და ბურთს ფლობდამათდა სამწუხაროდშეტევაში ბურთი დაიკარგა და გამარჯვებაკაქტუსელებს დარჩათ.

კაქტუსის” შემადგენლობაში 13 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი რომან ტუკვაძემდააფიქსირა. 12 ქულა გიორგი ნანიტაშვილის ანგარიშზეა დაგროვდამარნეულელთაგან 15ქულით საუკეთესო შედეგი ირაკლი ჯანხოთელმა დააფიქსირა.

მეორე მატჩში ერთი გუნდის შემადგენლობაში ერთბაშად 3 ლეგიონერი ვიხილეთ. “აკადემიამ” უკრაინელ მოთამაშეთა ტრიო ჩამოიყვანა და მათი დახმარებით სურს ჯერ “ლიგაში მოხვედრა და შემდეგ სუპერლიგაში გადასასვლელად ბრძოლა.

ალექსეი ჟუკიევგენი ვორნიკისტანისლავ სოკური – ამ უკრაინელი მოთამაშეებიდან 2მათგანი თბილისში გუშინ ჩამოვიდათუმცა დღეს მოედანზე საკმაოდ დამაჯერებლადგამოიყურებოდნენ და აკადემიელთა გამარჯვებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

კრისტალის” გუნდის წევრებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ლეგიონერებით გაძლიერებულახალგაზრდა აკადემიელებს და საბოლოოდ 32 ქულით – 59:91 დამარცხდნენ.

ხვალ “” ლიგის აკვალიფიკაციო ტურნირის 1 მატჩი კვლავ საკალათბურთო აკადემიაშიგაიმართება.

” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირიაკადემია. 12 თებერვალი

კაკტუსი 53:49 მარნეული

18:7, 8:7, 15:15, 12:20

კაკტუსი: ტუკვაძე (13 ქულა, 13 მოხსნა), ნანიტაშვილი (12), არწივიძე (8), ხიზანიშვილი (6)

ნარნეულიჯანხოთელი (15), ჯანხოთელი (11 ქულა, 10 მოხსნა), გაბისონია (2 ქულა, 10მოხსნა)

აკადემია 91:59 კრისტალი

27:17, 20:12, 27:20, 17:10

აკადემიაღურწკაია (18), სოკური (17 ქულა, 8 მოხსნა), ხუციშვილი (13)

კრისტალიტყეშელაშვილი (14), თენიეშვილი (9)

gbf.ge

“ა” ლიგის შესარჩევი ტურნირი საკალათბურთო აკადემიაში დაიწყო

„ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირი დაიწყო. დაგეგმილი 2 მატჩიდან ერთი გაიმართა. მეორე შეხვედრა კლუბ ATB-ს ტექნიკური ხარვეზის გამო ჩაიშალა. სამოყვარულო ლიგის გუნდი თამაშზე კი გამოცხადდა, მაგრამ სათამაშო ფორმების შეკერვა ვერ მოესწრო და დებულების თანახმად, 15-წუთიანი ლოდინის შემდეგ ATB-ს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.

მეორე მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ „ა“ ჯგუფის წარმომადგენლები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და წყალტუბოს „კრისტალი“. მაყურებელმა საინტერესო და დაძაბული ბრძოლა იხილა, რომლის კვანძიც ბოლო წუთზე გაიხსნა.

წყალტუბოელები მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ – ხან სოლიდურად, ხან 1-2 ქულით, მაგრამ ლიდერობას ბოლო წუთებამდე არ თმობდნენ. თსუ უკან სტაბილურად მისდევდა წყალტუბოელებს და თავისი შანსი ბოლოსწინა წუთზე გამოიყენა.

უკრაინელი ლეგიონერის დიდი დახმარებით „წყალტუბო“ გამარჯვებასთან ახლოს იყო. ტანმაღალმა ალექსანდრ რიხლიუკმა შესანიშნავად ითამაშა და ოპონენტები ყველა კომპონენტში დაჯაბნა. მან საბოლოოდ 31 ქულა, 14 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 დაფარება ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. უკრაინელმა ლეგიონერმა მოედანზე 38:40 წუთი გაატარა.

თსუ-ში ძველი უნივერსიტეტელები თამაშობდნენ – გიორგი გაფრინდაშვილი, მიხეილ ფანჩულიძე, ზურა მაისურაძე, ვახტანგ ჩქარეული. ეს კალათბურთელები 3 წლის წინ ერთად სუპერლიგაში, თსუ-ში თამაშობდნენ და ამ გუნდის დაშლის შემდეგ პროფესიულ დონეზე ერთად თამაშის შანსი კვლავ მიეცათ. მათი ძველი თანაგუნდელი, ზურა კორკოტაძე დღეს „წყალტუბოში“ თამაშობდა და უკრაინელ ლეგიონერს ფეხი კარგადაც აუწყო, თუმცა ბოლო წუთებზე იმერულ კლუბს გამარჯვების მოსაპოპვებლად ძალა არ ეყო.

უნივერსიტეტელებმა ლიდერობა თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მოიპოვეს. ბოლო წუთი რომ დაიწყო, ანგარიშში სხვაობა 2 ქულა იყო, თუმცა ბოლო წამებზე თსუ-ს მოთამაშეებმა წყალტუბოელები გატეხეს და 10-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს – 75:65. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო მიხეილ ფანჩულიძემ, რომელმაც 33 ქულა დააგროვა. ფანჩულიძესთან ერთად 10-ქულიანი ზღვარი ჩქარეულმა დაძლია, რომელმაც 14 ქულა მიითვალა.

„ა“ ლიგის მორიგი მატჩები 12 თებერვალს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.

 

 

სუპერლიგის „ა“ ლიგა. საკალათბურთო აკადემია. 10 თებერვალი

წყალტუბო 65:75 თსუ

13:14, 20:15, 18:15, 14:31

წყალტუბო: რიხლიუკი (31 ქულა, 14 მოხსნა), კორკოტაძე (14 ქულა, 13 მოხსნა), კუჭავა (12)

თსუ: მიხეილ ფანჩულიძე (33), ჩქარეული (14), გაფრინდაშვილი (3 ქულა, 13 მოხსნა)

 

არენა-76 20:0 ATB

gbf.ge

საშეჯიბრო დეპარტამენტი ”ა” ლიგაში მონაწილეობის მსურველ გუნდებს შეხვდა

საკალათბურთო პირველი ლიგა წლეულს „ა“ ლიგის სახელწოდებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს. ეს 6 გუნდი დაფინანსებას სახელმწიფოსგან მიიღებს, შესაბამისად, „ა“ ლიგის მონაწილეთა რაოდენობაც საკმარისზე მეტია.

მონაწილეობის მსურველი დაახლოებით 16-18 გუნდია, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეიკრიბნენ. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელებთან – ალეკო პერტიაშვილთან და გიორგი ზაბახიძესთან გუნდების მესვეურებმა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრეს.

საკითხების დიდ უმრავლესობაზე მხარეები უკვე შეთანხმდნენ. დარჩენილი თემების შესათანხმებლად მორიგი შეხვედრა 28 იანვარს დაინიშნა.

„ა“ ლიგაში სამონაწილეო 6 საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად გათამაშდება. გუნდებმა ფედერაციაში განაცხადები 30 იანვრამდე უნდა წარმოადგინონ, ხოლო „ა“ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი 6 გუნდის მონაწილეობით სავარაუდოდ 7 თებერვალს დაიწყება.

gbf.ge