“ლივერპულმა” მოიგო, შემტევმა ტრიომ კვლავ გაიბრწყინა (ვიდეო)

პრემიერ ლიგაში თავისი 34-ე მატჩი გამართა მერსესაიდულმა “ლივერპულმა”, რომლის მეტოქეც ედი ჰაუს “ბორნმუთი” გახლდათ. ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა “წითლებმა” არც “ალუბლები” დაინდეს და ბეგოვიჩის კარის ბადეში სამჯერ გაახვიეს ბურთი.

მატჩი, პირველი წუთიდან ბოლომდე, მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში შეხვედრის მეშვიდე წუთზე სადიო მანემ გახსნა, 69-ე წუთზე სალაჰმა გაიტანა თავისი 30-ე გოლი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაფერს წერტილი ფირმინოს ბოლო გოლმა დაუსვა (90′) – 3:0.


“ლივერპული”: კარიუსი; რობერტსონი, ვან დეიკი, ლოვრენი (კლავანი 83′), ალექსანდერ-არნოლდი; ოქსლეიდ-ჩემბერლინი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი; სადიო მანე (მილნერი 77″), ფირმინო, სალაჰი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“ბორნმუთი”: ბეგოვიჩი; ფრეიზერი, ფრანცისი, კუკი, აკე, დანიელსი; აიბი (მუსე 58′), კუკი (სურმანი 73′), გოსლინგი, კინგი; დეფო

მთავარი მწვრთნელი: ედი ჰაუ


პრემიერ ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად ედი ჰაუ დასახელდა

პრემიერ ლიგა ის ადგილია, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელები იყრიან თავს. საუბარია ისეთ სპეციალისტებზე, როგორებიც არიან: პეპ გვარდიოლა, ჟოზე მოურინიო, ანტონიო კონტე, არსენ ვენგერი და მაურისიო პოჩეტინო.

თუმცა იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად არა ამ მწვრთნელთაგან ერთ-ერთი, არამედ “ბორნმუთის” დამრიგებელი, ედი ჰაუ დასახელდა. მაშინ, როცა ბოლო ოთხი თვის მანძილზე ეს პრიზი პეპ გვარდიოლას გადაეცემოდა.

იანვრის თვეში “ბორნმუთმა” გასვლაზე გაანადგურა “ჩელსი” (1:3), შინ მოუგო “არსენალს” (2:1) და ფრე ეთამაშა “ვესტ ჰემისა” და “ბრაიტონის” გუნდებს.

“ბორნმუთმა” “არსენალი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში კრიზისში მყოფი “არსენალი” “ბორნმუთს” ეწვია და მოედანზე სამი ქულის მოსაპოვებლად გავიდა. მართალია, თავდაპირველად ყველაფერი “მეთოფეთა” კარნახით მიდიოდა, მაგრამ “ბორნმუთმა” ბელერინის გოლს (52′) უილსონისა (70′) და აიბის (74′) გოლებით უპასუხა და მატჩიც მოიგო.

23 ტურის შემდეგ არსენ ვენგერის გუნდს 39 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს, “ალუბლები” კი 24 ქულით 13-ე საფეხურზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში “არსენალი” “კრისტალ პალასს” მიიღებს, “ბორნმუთი” კი “ვესტ ჰემს” ეწვევა.


“ბორნმუთი”: ბეგოვიჩი; აკე, კუკი, ფრანსისი; დენიელსი (მუსე 63′), გოსლინგი, კუკი, სმიტი; ფრეიზერი, აიბი (პუჰი 83′); უილსონი

მთავარი მწვრთნელი: ედი ჰაუ

“არსენალი”: პეტრ ჩეხი; ჩემბერსი (რემზი 74′), მუსტაფი, ჰოლდინგი; ბელერინი, ჯაკა, უილშეარი, მაიტლანდ-ნაილსი; აივობი (უოლკოტი 76′), უელბეკი; ლაკაზეტი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი


“ბორნმუთი” – “მანჩესტერ სიტი”: “ქალაქელბმა” ბოლო წუთებზე მოიგეს (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მესამე ტური “ბორნმუთისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირებამ გახსნა, რომელიც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

მატჩის ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა, თავი “ალუბლების” შემტევმა, დენიელსმა გამოიჩინა. მასპინძლებს გაბრიელ ჟეზუსმა უპასუხა, რომელმაც დავიდ სილვას საგოლე გადაცემა გამოიყენა.

მატჩის ბედი კი სტერლინგის მიერ მეშვიდე დამატებულ წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ინგლისელმა ფეხბურთელმა უმნიშვნელოვანესი გოლის გატანიდან რამდენიმე წუთში წითელი ბარათი მიიღო.

შედეგად, “მანჩესტერ სიტის” სამ მატჩში 7 ქულა უგროვდება, “ბორნმუთს” კი – 0. მომდევნო ტურში ედი ჰაუს გუნდი “ემირეიტ სტედიუმს” ეწვევა, პეპის კი “ლივერპულს” უმასპინძლებს.


“ბორნმუთი”: ასმირ ბეგოვიჩი; დანიელსი, მინგსი, აკე, კუკი, სმიტი; არტერი, სურმანი, გოსლინგი; კინგი, ჟერმეინ დეფო (აფობე 73′)

მთავარი მწვრთნელი: ედი ჰაუ

“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; დანილო, კომპანი, ოტამენდი, მენდი;დე ბრუინი; ფერნანდინიო, სილვა; ბერნარდო სილვა (აგუერო 66′), გაბრიელ ჟეზუსი (ლეროი სანე 82′), სტერლინგი

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


დეფო ადასტურებს: “ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გავიარე”

“სანდერლენდის” ლიდერი, ჟერმეინ დეფო ადასტურებს, რომ მომავალ სეზონში ის “შავი კატების” ღირსებას აღარ დაიცავს.

როდესაც მისსა და “ბორნმუთს” შორის კავშირის არსებობაზე ჰკითხეს, მან განაცხადა: “ეს ისედაც ბევრმა იცოდა, თანაც დიდი ხნის წინათაც. სამედიცინო შემოწმება უკვე გავიარე, შემდეგ კი მცირე შესვენება ავიღე. ივლისში ამას მაინც ყველა გაიგებდა.

“სანდერლენდში” ორ წელზე ცოტა მეტი დავყავი. ამ დროის მანძილზე კი უდიდესი სიამოვნება მივიღე. თუმცა ის ფაქტი, რომ დავქვეითდით, ძალიან მაწუხებს,” – აცხადებს ინგლისელი ფეხბურთელი.

ოფიციალურად: “ბორნმუთმა” ბეგოვიჩი დაიმატა

ასმირ ბეგოვიჩი რიგით მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სამშაბათს, 30 მაისს ლონდონის “ჩელსი” დატოვა. ამ უკანასკნელმა საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა “ბორნმუთის” ხელმძღვანელობასთან.

გამოცდილი მეკარე დომინიკ სოლანკეს გზას გაჰყვა, რომელმაც “სტემფორდ ბრიჯი” “ენფილდში” გაცვალა.

“ჩელსიში” გატარებული ორი სეზონის მანძილზე ბეგოვიჩმა 33-ჯერ შეძლო “არისტოკრატთა” მაისურის მოგება და 33-დან ათ შემთხვევაში შეინახა კარი მშრალად, წელს კი ჩემპიონის მედალიც დაიმსახურა.

Goal-ის ცნობით, ეს ტრანსფერი “ალუბლებს” 10 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

“ჩელსიმ” “ბორნმუთი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში ლონდონის “ჩელსი” სტუმრად “ბორნმუთს” ეწვია და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

ანგარიში მატჩის 17-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც სმიტმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. სამიოდე წუთში ედენ აზარმა კანტეს პასი გამოიყენა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 42-ე წუთზე კინგმა ერთი ბურთი გაქვითა. 68-ე წუთზე კი ალონსომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

შედეგად, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში “ჩელსის” 75 ქულა უგროვდება და უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში “ჩელსი” “ოლდ ტრაფორდს” ეწვევა.


“ბორნმუთი”: ბორუცი; დენიელსი, კუკი, ფრანცისი, სმიტი; პუჰი (აიბი 72′), უილშეარი, არტერი,ფრეიზერი (გრადელი 84′); კინგი; აფობე

მთავარი მწვრთნელი: ედი ჰაუ

“ჩელსი”: კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; მოზესი, კანტე, მატიჩი, ალონსო; პედრო (უილიანი 88′), აზარი (ფაბრეგასი 82′); დიეგო კოშტა

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე


ბოიან კრკიჩი “მიდლსბროში”?

ბრიტანული “მიდლსბროს” მთავარმა მწვრთნელმა, აიტორ კარანკამ განაცხადა, რომ მისი კლუბი “სტოკ სიტის” მფლობელობაში მყოფი ბოიან კრკიჩის გადაბირებას შეეცდება.

“მინდა გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოვიყვანო, რომლებსაც სხვადასხვა პოზიციებზე შეეძლებათ თამაში. ასე რომ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ამ დროისთვის, გეგმაში მხოლოდ ერთი ტრანსფერი გვაქვს, მაგრამ თუ ვინმე დაგვტოვებს, რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ.

ბოიანს საკმაოდ კარგად ვიცნობ, რადგანაც ის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა. ის კარგი ფეხბურთელია, “მილანში”, “ბარსელონაში”, “რომსა” და “სტოკში” აქვს ნათამაშები, რაც ბევრს ნიშნავს.” – განცხადა მან.

დისკვალფიცირებული დიეგო კოშტა “ბოქსინგ დეის” გამოტოვებს

დიეგო კოშტა ლონდონის “ჩელსისა” და “ბორნმუთს” შორის გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს, რისი მიზეზიც მის მიერ მიღებული რიგით მეხუთე ყვითელი ბარათი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო ბოლო 11 მატჩში, როდესაც ესპანელი ფეხბურთელი გააფრთხილეს. თუმცა, ამით ის თავს ნამდვილად ვერ დაიძვრენს.

“ატლეტიკოს” ყოფილმა ფორვარდმა ოთხი ყვითელი ბარათი საშინაო ჩემპიონატის პირველ 7 მატჩში მოაგროვა, მეხუტე კი 17 დეკემბერს, “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში.

დრამა “დინ კორტზე”: “ბორნმუთმა” “ლივერპულთან” ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ბოლოს მატჩიც მოიგო (ვიდეო)

დღეს ინგლისის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, “დინ კორტზე” “ბორნმუთმა” “ლივერპული” მიიღო. დაპირისპირება სტუმრების უპირატესობით დაიწყო, რაც მალე ანგარიშშიც აისახა. მე-20 წუთზე ჯერ სადიო მანემ გაიტანა, ხოლო 2 წუთში კი ბელგიელმა დივოკ ორიჯიმ ორამდე გაზარდა ანგარიში.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე უილსონმა პენალტის ნიშნულიდან გატანილი გოლით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. თუმცა, 8 წუთში ემრე ჩანმა “ლივერპულის” მესამე გოლი შეაგდო. თითქოს, მერსესაიდელებისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. ასე არ ფიქრობდნენ მასპინძლები. 76-ე წუთზე ჯერ ფრასერმა 3:2 გახადა ანგარიში, ხოლო 3 წუთში ქუკმა გაათანაბრა. “ბორნმუთი” “გათავხედდა” და მოგებაზეც დაიწყო თამაში. საბოლოოდ, მატჩის მესამე დამატებულ წუთზე ნათან აკემ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა და “დინ კორტის” ბინადრებმა 4:3 იმარჯვეს!

14 ტურის შემდეგ “ბორნმუთი” 18 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო “ლივერპულს” 30 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

 

 

 

ედი ჰაუ: “პოჩეტინო ერთ-ერთია საუკეთესოთა შორის”

“ბორნმუთის” მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰაუმ თავისი გუნდის მომდევნო მეტოქეზე, “ტოტენჰემზე” საუბრისას ყურადღება “მამლების” დამრიგებელზე, მაურისიო პოჩეტინოზე გაამახვილა, რომელმაც ბოლო წლებში გაწეული სამსახურით ბევრი საფეხბურთო ექსპერტის სიმპათია დაიმსახურა.

“გახსნილი მატჩიდან “ტოტენჰემს” არც გოლი გაუშვია და არც წაუგია ჩემპიონატის ახალ სეზონში, ასე რომ ისინი უდაოდ კარგ ფორმაში არიან.

ჩემთვის და ჩემი კლუბისთვის, “ტოტენჰემი” “მანჩესტერ სიტისთან” ერთად უძლიერესი გუნდი იყო, რომლის წინააღმდეგაც მოგვიწია თამაში. გასულ სეზონში “სპურსთან” ორი ძალიან რთული მატჩი ჩავატარეთ, რამაც რა თქმა უნდა დიდი გამოცდილება მოგვცა.

მომდევნო მატჩი ჩვენთვის ნამდვილი გამოცდა იქნება. ბრწყინვალე სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ვფიქრობ, პოჩეტინო საუკეთესო მწვრთნელთა შორის დგას.

მათ მსგავსად, ჩვენც სწორ გზას ვადგავართ. უკვე ვიცით, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ასეთ მატჩებში და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღებად.”

რონალდ კუმანი: “ყველა ბრძოლა დავთმეთ”

მერსესაიდული “ევერტონის” ახალმა თავკაცმა, რონალდ კუმანმა პრემიერ ლიგის მე-6 ტურში, “ბორნმუთთან” განცდილი მარცხის შემდეგ გუნდის ცუდი თამაშის გამო უკმაყოფილება გამოხატა.

“დღეს “ბორნმუთი” უკეთესი გუნდი იყო, უფრო აგრესიული, რამაც პირველ ტაიმში ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ასეთი თამაშით ვერაფერს მოვიგებთ. ყოველ მეორე ბურთს ვკარგავდით, ყველა ბრძოლა დავთმეთ.

მეორე ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა, მართალია დიდი შანსები ვერ შევქმენით, თუმცა მოედანზე ვდომინირებდით.

თამაში ისე უნდა დაგვეწყო, როგორც მეორე ტაიმში ვითამაშეთ. მომავალში ამას გამოვსაწორებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრემიერ ლიგაში დასარჩენად მოგვიწევს ბრძოლა.”