ოფიციალურად: “ვოლფსბურგბა” დრაქსლერის შემცვლელი გაიფრომა

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გერმანულმა “ვოლფსბურგბა” იულიან დრაქსლერი “პსჟ”-ში 30 მილიონ ფუნტად გაყიდა.

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ბუნდესლიგის კლუბმა დრაქსლერის შემცვლელი შეიძინა. საქმე ეხება 24 წლის ნახევარმცველს, იუნუს მალის, რომელიც 2011 წლიდან “მაინცში” ირიცხებოდა. ეს მოთამაშე ყოველ წელს, უფრო და უფრო, იზრდება. მან შარშან ბუნდესლიგაში 34 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. ხოლო, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში, 16 თამაშში 6-ჯერ მოახერხა მეტოქის დამწუხრება.

 

მალიში “ვოლსფბურგმა” 12.5 მილიონი ევრო გადაიხადა. 24 წლსი სპორტსმენი გერმანულ გუნდში ათნომრიან ფორმას მიიღებს.

უილფრიდ ბონიმ მალელ ფეხბურთელს შესანიშნავი ფინტი გაუკეთა (ვიდეო)

24 იანვარს, აფრიკის თასზე, კოტდიუვარისა და მალის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:1) უილფირდ ბონიმ მეტოქეს შესანიშნავი ფინტი გაუკეთა.

მალელი ფეხბურთელის სიმულიანტობა კამერუნის ნაკრებთან მატჩში (ვიდეო)

20 იანვარს, აფრიკის თასზე, მალისა და კამერუნის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში (1:1), მალელმა ფეხბურთელმა სილამ ისიმულიანტა.