ლუჩანო სპალეტი:”მოდრიჩს “ინტერში” ძალიან უნდოდა, მაგრამ “რეალი” კვლავაც მის იმედზეა”

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მადრიდის “რეალის” ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩზე საუბრისას აღიარებს, რომ მისი ტრანსფერის შანსები ძალიან დაბალია.

“არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ბედნიერებისთვის ისიც მყოფნის, რომ მოდრიჩის დონის ფეხბურთლს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ოთხი ტიტული აქვს მოგებული და მსოფლიო ჩემპიონატზეც უთამაშია, ჩვენთან გადმოსვლა უნდოდა.

ის ფაქტი, რომ მოდრიჩს “ინტერის” მაისურით სურდა თამაში, სიამოვნებას მგვრის. რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელების დამატება ძალიან რთულია. კლუბმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

არა მგონია, მოდრიჩი გადმოვიდეს, რადგანაც “რეალში” კვლავ სურთ, რომ ასეთ ძლიერ ფეხბურთელს დაეყრდნონ. ამის მიუხედავად, მაინც ძლიერი გუნდი გვყავს და თუ მოდრიჩი დაგვემატება, წარმოუდგენლად რთული იქნება ჩვენი შეჩერება,” – აცხადებს სპალეტი.

აქვე იხილეთ: როგორ შეხვდნენ “რეალის” ფანები ლუკა მოდრიჩის დაბრუნებას

ოფიციალურად: სპალეტი „რომაში“ დაბრუნდა

რუდი გარსიას „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ იტალიური პრესა მის შემცვლელად ლუჩანო სპალეტის მოიაზრებდა, რომელიც კლუბში აქამდეც მუშაობდა.

ხუთშაბათს სპალეტი იტალიის დედაქალაქის აეროპორტში შენიშნეს. ცოტა ხნის წინ კი „მგლების“ ხელმძღვანელობამ 56 წლის სპეციალისტის დანიშვნა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

ამ ეტაპზე მხარეებს შორის გაოფრმებული კოტნრტაქტის დეტალები უცნობია.

სპალეტის თორმეტ მილიონ ევროს სთავაზობენ

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ლუჩანო სპალეტიმ, შესაძლოა, კარიერა ჩინეთში გააგრძელოს, რის შესახებაც „ევროსპორტი“ იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, სპალეტის ორწლიან კონტრაქტს კლუბ „ბეიჯინ გუოანის“ ხელმძღვანელობა სთავაზობს. შეთანხმების შემთხვევაში, იტალიელი ყოველწლიურად, ხელფასის სახით, ექვს მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გამოცდილი მწვრთნელის სახელს „რომას“ უკავშირებენ, რომელსაც ის 2005 წლიდან 2009 წლამდე თავკაცობდა.

კრიშიტო: „სპალეტის „ნაპოლის“ პრობლემების მოგვარება შეუძლია“

„ზენიტისა“ და იტალიის ნაკრების მცველის დომენიკო კრიშიტოს აზრით, ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტისთვის იდეალური კანდიდატია.

„სპალეტი ჩინებული მწვრთნელია. როგორც „ზენიტთან“ ერთად, ისე ნეაპოლიტანურ გუდნთან მას ყველაფერი გამოუვა. რუსეთში მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ახლა მას იტალიაში დაბრუნება სურს. დაცვაში თამაშზე ის ბევრს მუშაობს. ვფიქრობ, „ნაპოლის“ დღევანდელ პრობლემებს ის შემდეგ სეზონში მოაგარებდა. სპალეტის გუნდებს ლამაზი შემტევი ფეხბურთს ჩვენება შეუძლიათ“, – ციტირებს კრიშიტოს „რადიო გოლი“.

შეგახსენებთ, რომ განვლილს ეზონშ „ნაპოლიმ„ს ერია ა-ში მეხუთე ადგილი დაიკავა და 54 გოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ათეულის გუნდებს შორის ყველაზე მეტი ბურთი საკუთარ კარში სწორედ „პარტენოპეის“ მოთამაშეებმა მიიღეს.

სპელეტის სამშობლოში დაბრუნება სურს

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

„მე მხოლოდ მწვრთნელი ვარ, რომელიც წინადადებებს ელის. კარიერის იტალიაში გაგრძელებას ვისურვებდი.

საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, კარგი წინადადების შემთხვევაში, იტალიაში დაბრუნება პრობლემა არ იქნება.

„რომადან“ იმიტომ გამიშვეს, რომ ყოველთვის მეორე ადგილზე გავდიოდი, თუმცა „ინტერის“, „იუვენტუსისა“ და „მილანის“ დონის გუნდებთან ბრძოლისას, უნდა შეეცადო, მიზანს მიაღწიო“, – განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ იყო.

 

ინძაგის შესაძლო შემცვლელად სპალეტის კანდიდატურას განიხილავენ

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე რომის “ლაციოსთან” სამშაბათს გასამართ მატჩში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, კლუბის თავკაცის პოსტი დატოვოს.

Football Italia-ს ცნობით, ინძაგის შესაძლო შემცვლელად 55 წლის იტალიელ სპეციალისტ ლუჩანო სპალეტის მოიაზრებენ, რომელიც უკანასკნელად სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” ედგა სათავეში.

შეგახსენებთ, რომ “ლაციოსა” და “მილანს” შორის სერია A-ს XX ტურში წუხელ გამართული შეხვედრა რომაელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.