ედიმარი: “რონალდუზე ნაწყენი არ ვარ”

“კორდობას” მცველი ედიმარი კრიშტიანუ რონალდუსთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

“რეალს თამაში ვერ აეწყო და რონალდუც აღელვებული იყო. ასეთი რამისგან არავინაა დაზღვეული. რონალდუს ვპატიობ და მასზე ნაწყენი არ ვარ.

მომხდრას აგრესიას ვერ დავარქმევდი. მან ფეხებში და სახეში გამარტყა, მეტი არაფერი. ჩემი აზრით კრიშტიანუ ჩვეულებირვი, სტანდარტული დისკვალიფიკაციით უნდა დასაჯონ” – განაცხადა ედიმარმა.