ანტონიო კონტე “მიდლსბროს” ნახევარმცველით ინტერესდება

ანტონიო კონტე ფეხბურთელების შეძენაზე ფიქრს განაგრძობს.

Sky Sports-ი იტყობინება, რომ ინგლისელთა მწვრთნელი სერიოზულად არის დაინტერესებული “მიდლსბროს” ნახევარმცველით, ადამა ტრაორე დიარათი. ესაა ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც, სულ რაღაც, 20 წლისაა. იგი აიტორ კარანკამ გასულ ზაფხულს “ასტონ ვილადან” გაიფორმა. ტრაორეს მიმდიარე სეზონში პრემიერ ლიგაში 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

 

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნახსენები ფეხბურთელი 2012-2015 წლებში კატალონიის “ბარსელონაში” ირიცხებოდა. იგი, ძირითადად, მეორე გუნდში გამოდიოდა.

ტრაორეს შეთავაზებაზე ნამდვილად მოუწევს ფიქრი, რადგან მას გრანდში არც ისე ცოტა და სუსტი კონკურენტი ეყოლება.
 

ჯაბა კანკავა და ტრაორე “რეიმსის” ვარჯიშის შემდეგ (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებენ ჯაბა კანკავა და ტრაორე “რეიმსის” ვარჯიშის შემდეგ.

Fin d'entraînement et interminables échanges entre Jaba Kankava et Hamari Traoré. Qui lâchera le premier ?

Posted by Stade de Reims on Thursday, 26 November 2015

“ვიტესის” ფეხბურთელის კურიოზული აცილება “ზვოლესთან” მატჩში (ვიდეო)

24 მაისს, ჰოლანდიაში, “ვიტესსა” და “ზვოლეს” შორის გამართულ მატჩში (1:1), “ვიტესის” ფეხბურთელმა ბერტრანდ ტრაორემ გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა.

10 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა მოუგიათ

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ათი ყველაზე ცუდი ფეხბურთელი, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხეს.

10. მაკდონალდ მარიგა – “ინტერი” (2010 წელი)

9. ფრანსისკო პავონი – “რეალი” (2002 წელი)

8. პაულო ფერეირა – “პორტო” (2004 წელი)

7. ფინიდი ჯორჯი – “აიაქსი” (1995 წელი)

6. ეგარას იანკაუსკასი – “პორტო” (2004 წელი)

5. ოლეგერი – “ბარსელონა” (2006 წელი)

4. როკე ჟუნიორი – “მილანი” (2003 წელი)

3. იესპერ ბლუმქვისტი – “მანჩესტერ იუნაიტედი” (1999 წელი)

2. ჯოვან კიროვსკი – დორტმუნდის “ბორუსია” (1997 წელი)

1. ჯიმი ტრაორე – “ლივერპული” (2005 წელი)

“მონაკო” ჰალკის და ვუჩინიჩის ტრანსფერებს განიხილავს

“მონაკოს” ხელმძღვანელობა ფორვარდის დამატებას აპირებს, რაც რადამელ ფალკაოს ტრავმით არის გამოწვეული. მოგეხსენებთ, კოლუმბიელი მძიმედ დაშავედ და სავარაუდოდ ბრაზილიაში გასამართ მუნდიალსაც გამოტოვებს. ფრანგული პრესის ცნობით, “მონაკოს” ბოსები ჰალკის და მირკო ვუჩინიჩს ვარიანტებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა “მონაკომ” “ანჟიდან” შეძენილი ლასინა ტრაორე “ევერტონში” იჯარით აღარ გაუშვას.

ლასინა ტრაორე “ევერტონში” წავა

“მონაკოს” ფორვარდი ლასინა ტრაორე უახლოეს მომავალში “ევეროტნში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. აფრიკელი ფორვარდი ლივერპულულ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ტრაორე რამოდენიმე დღის წინ გადავიდა “მონაკოში” რუსული “ანჟიდან”. სატრანსფერო თანხა კი 10 მილიონი ევრო იყო.

ტრაორემ დაღესტანური კლუბის ფორმით 42 მატჩი ჩაატარა და 19 გოლის გატანა მოახერხა.

ზამთრის ხუთი ტრანსფერი

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ორი კვირა გავიდა. მოდით ერთად განვიხილოთ გასული დღეების ხუთი ყველაზე მნიშნველოვანი ტრანსფერი.

 

ნემანია მატიჩი

(ბენფიკა – ჩელსი ; 25 მილიონი ევრო)

სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ხმაურინია ტრანსფერი ჯერ-ჯერობით “ჩელსიმ” გააკეთა, თუმცა ეს გრძელი ისტორიაა. პირველად ნიჭიერი სერბი ნახევარმცველი ლონდონელებმა 2009 წელს შეიძინეს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კონკურენციას ვერ გაუძლო და “ჩელსიმ” მატიჩი “ვიტესში” გაანათხოვრა. 21 ნახევარმცველმა ვერც ჰოლანდიაში შესძო თავის დამკვიდრება. “ჩელსის” ხელმძღვანელობას ბევრი არ უფიქრია და მატიჩი “ბენფიკას” დავიდ ლუისში და ბუნებრივია გარკვეული თანახაც დაამატა.
და აი გარკვეული დროის შემდეგ “ჩელსი” მატიჩს იბრუნებს და თანაც 25 მილიონს იხდის. საინტერესოა როგორ გამოიყენებს ნახევარმცველს ჟოზე მოურინიო.

Fanebi.Ge

 

 

ალესანდრო მატრი

(მილანი – ფიორენტინა ; იჯარა)

მატრის “მილანში” დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა. ალეგრი ბალოტელის ღირსეულ შემცველს ეძებდა, თუმცა ოდესღაც ძლიერი ფორვარდისგან ფაქტობრივად არაფერი დარჩა. მატრი მოედანზე 18 მატჩი გამოჩნდა და მხოლოდ ერთი გოლი გატანა მოახერხა. ლოგიკურიც არის, რომ ამის შემდეგ ფეხბურთელი სხვა გუნდში გაუშვეს. როსის და გომესის ტრავმების გამო ფორვარდის დამატება “ფიორენტინას” აუცილებლად სჭირდებოდა. იმედი გამოვთქვათ, რომ მატრი ფლორენციაში მაინც ათამაშდება ძველებურად.

 

 

ლასინა ტრაორე

(ყუბანი – მონაკო ; 10 მილიონი ევრო)

რუსული “ყუბანის” ფორვარდი ფრანგულ “მონაკოში” საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ გადავიდა, სადაც ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ტრაორემ კვლავ შეიცვალოს კლუბი და ზაფხულამდე იჯარის წეისთ სხვა გუნდში ითამაშოს.

 

 

ნიკიცა იელავიჩი 

(ევერტონი –  ჰალ სიტი ; 7,8 მილიონი ევრო)

დიდი ხნის მანძილზე იელავიჩის კარიერა საკმაო წარმატებით ვითარდებოდა. ფეხბურთელმა “ევერტონშიც” კარგად დაიწყო და 13 შეხვედრაში 9 გოლის გატანაც მოახერხა. თუმცა, ამის შემდეგ იელავიჩის თამაშის ხარისხმა მნიშვნელოვნად იკლო. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელი შემადგენლობიდან ლუკაკუმ ამოაგდო. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ ლივერპულელებმა “ჰალის” საკმაოდ სარფიან შეთავაზებაზე უარი არ თქვეს.

 

Nikica Jelavic

 

 

რაჯა ნაინგოლანი

(კალიარი – რომა ; 3+6,5 მილიონი ევრო)

რაჯა ნაინგოლანმა “რომასთან” კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა. შეთანხმების თანახმად “რომამ” ჯერ 3 მილიონი გადაიხადა, სეზონის დასრულების შემდეგ კი დარჩენილ 6,5 მილიონს გადაიხდის. “მგელბის” შემადგენლობაშ ფეხბურთელს დებიუტი უკვე ჰქონდა. ნაინგოლანმა რუდი გარსიაზე დადებით შთაბეჭდილება მოახდინა.
“ადვილია ისეთ გუნდთან ადაპტირება, სადაც შენი პარტნიორები პიანიჩის და კევის სტროტმანის დონის ფეხბურთელები არიან. ნაინგოლანს ყველაფერი შეუძლია. უკანასკნელ შეხვედრაში მას “რომას” თამაშის დაბალანსება ევალებოდა” – განაცხადა გარსიამ.

 

 

“ჩელსიმ” აფრიკელი ტალანტი აღმოაჩინა

ლონდონის “ჩელსიმ” ბურკინა-ფასოს ნაკრების 18 წლის ფეხბურთელი ბერტრან ტრაორე შეიძნა. მხარეებმა 4.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმეს. ტრანსფერი სატრანსფერო ფანჯრის პირველივე დღეს გაფორმდა.

ტრაორე “ჩელსის” რიგებში აზიური ტურნეს დროს ისინჯებოდა და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ტრაორეს დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა. ახლა შემტევი ნახევარმცველის ანგარიშზე უკვე 10 მატჩი და ერთი გოლია ბურკინა-ფასოს ნაკრებში.