კარლენ ასიეშვილის ლელო საფრანგეთის TOP 14-ში (ვიდეო)

16 აპრილს, საფრანგეთის TOP 14-ში კარლენს ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივმა” საკუთარ მოედანზე “ოიონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 31:13 დაამარცხა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ასიეშვილი იყო, რომელმაც შეხვედრის პირველი ლელოს დადება მოახერხა – მან თავი მე-19 წუთზე გამოიჩნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯი 48-ე წუთზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ ასიეშვილმა მიმდინარე სეზონში ლელო მეორედ გაიტანა.

მამუკა გორგოძის ლელო “გრენობლთან” შეხვედრაში (ვიდეო)

1 ნოემბერს, საფრანგეთის Top 14-ში, “გრენობლმა” საკუთარ მოედანზე “ტულონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 33:29 დაამარცხა.

“ტულონის” ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე, რომელმაც 28-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა.

ასევე, სტუმართა შემადგენლობაში მეორე ნახევარში გამოჩნდა კოტე მიქაუტაძე.

“ლელო” საქართველოს ჩემპიონია

9 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “ლელო სარასენსი” და “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ. მატჩი “ლელოს” უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, თასსაც ეს გუნდი დაეუფლა.

შეხვედრის პირველ წუთებში “ლოკომოტივს” ჯარიმის შესაძლებლობა ორჯერ მიეცა, თუმცა ორივე ცდა უშედეგოდ დასრულდა. ამის შემდეგ “ლელომ” შეუტია – ლაშა თოდუა მეტოქე დაუსხლტდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, გარდასახვა ირაკლი ყიასაშვილმა გაიტანა – 7:0.

ტაიმის შუაში ბაჩო კოლელიშვილმა “ლელოს” უპირატესობა ლელოთი გაზარდა, ყიასაშვილმა გარდასახვა ისევ ზუსტად შეასრულა – 14:0. 27-ე წუთზე თავი ისევ ყიასაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმო ზუსტად შეასრულა – 17:0. მალე კიდევ ერთი სამი ისევ ყიასაშვილმა მიითვალა და თავისი გუნდი უპირატესობა სოლიდური გახადა.

მეორე ტაიმში “ლოკომოტივის” მორაგბეები უკეთ გამოიყურებოდნენ. 53-ე წუთზე შკინინმა ლელო გაიტანა და წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მართალია, სხვაობა 13 ქულამდე შემცირდა, თუმცა მალე “ლელომ” ისევ იყოჩაღა და ანგარიში 27:7 გახდა. ამას მოჰყვა ყიასაშვილის კიდევ ერთი ზუსტი საჯარიმო. შეხვედრის ბოლო წუთებში, “ლოკომოტივმა” ორი ლელო დადო და საბოლოოდ მატჩი “ლელოს” გამარჯვებით 30:21 დასრულდა.

თემურ ბენდიაშივილი (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი): “გვინდოდა, ორივე ტაიმი კარგად გვეთამაშა. პირველ ნახევარში შეცომები დავუშვით, “ლელომ” კი ამით ისარგებლა. ლელოს ვულოცავ. ეს ჩვენი მაქსიმუმი არ ყოფილა. ტრავმირებულები ძალიან დაგვაკლდნენ, მათი არ ყოფნა შეგვეტყო. უყურადღებოდ ვთამაშობდით, მეტოქემ კი თავისი შანსები გამოიყენა. სეზონით კმაყოფილი არ ვარ, რადგან ვერ ვითამაშეთ ის თამაში, რაც შეგვეძლო”

ბექა წიკალური: “ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, “ლელო” გადაყრებში უკეთესი იყო. თავიდან, ჯარიმები ვერ გავიტანეთ, მეტოქემ ამით ისარგებლა და ქულები მოიპოვა. მეორე ტაიმში თამაში კი გამოვასწორეთ, მაგრამ მოგება ვერ მოვახერხეთ. “ლელომ” დამსახურებულად გაიმარჯვა.

ლევან მაისაშვილი (“ლელო სარასენსის” მთავარი მწვრთნელი): “განსხვავებულ ორ ტაიმს გამართელბა აქვს. დიდი ანგარიშით გავედით წინ, ამიტომ ისეთი მორაგბეები ჩავრთეთ თამაშში, რომლებსაც არ უთამაშიათ. ცოტა ყურადღებაც მოვადუნეთ. პირველ ოც წუთში გარდატეხა მოვახერხეთ, შემდეგ თამაშს ვაკონტროლებდით. “ლოკომოტივი” მებრძოლი გუნდია. საინტერესო ფინალი იყო. გამარჯვება გამოცდილებისა და სათამაშო დისციპლინის ხარჯზე მოვახერხეთ. შეტევაში აქტიურები, ხოლო დაცვაში აგრესიულები ვიყავით. ევროტურნირები? აქ გასვლას ფინანსები ჭირდება. ჩემპიონები გავხდით, მაგრამ ამით თანხა არ მიგვიღია.”

ლაშა ხმალაძე: “ფინალისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით. ჩვენი სისუსტეები გავაანალიზეთ, მეტოქე შევისწავლეთ. ისე ვითამაშეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა.”

‘ლელო’ და ‘იპონი’

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები წლის მნიშვნელოვანი ტურნირისთვის, მსოფლიო ახალგაზრდული ალაფისათვის აგრძელებს მზადებას. როგორც მოგეხსენებათ წლეულს ტურნირი მაისში ლისაბონში იმართება, სადაც ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელი პორტუგალიის თანატოლთა ნაკრებ გუნდებს შეერკინება. შეგახსენებთ, რომ ალაფის გამარჯვებული მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

მზადების ფარგლებში 20-წლამდელებმა აქამდე უპრეცენდენტო, მენტალური გამძლების შეკრება გაიარეს, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 8-დან 11 იანვრის ჩათლის რეინჯერთა მომზადების ცენტრში გაიმართა.

წარმატებული შეკრებით ზურგ-გამაგრებულმა, ახალგაზრდა ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნოვატორულ იდეებს უმატა და ოლიმპიური მზადების ცენტრთან ერთად 20-წლამდელების და ჭაბუკი ძიუდოისტების ერთობლივი წვრთნა დაგეგმა.

„ეს ვარჯიში ოლიმპიური მზადების ცენტრის ძიუდოს მწვრთნელ, გოჩა ბერაძესთან ერთად დავგეგმეთ. წვრთნა ორ ეტაპიანია და მოიცავს, როგორც დარბაზში ჭიდაობის, ასევე შევარდენის სანაკრებობაზაზე სარაგბო ვარჯიშების გამართვას. მიმაჩნია, რომ ამით ბევრ სასარგებლოს და საინტერესოს ვისწავლით ერთმანეთისგან“ განაცხადა 20-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა, ილია მაისურაძემ.

პირველი ეტაპი 22 იანვარს გაიმართა, როდესაც ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს ოლიმპიური მზადების ცენტრში ძიუდოს ჭაბუკთა და კადეტთა ნაკრების მოჭიდავეებმა უმასპინძლეს. აღსანიშნავია, რომ ამ სპორცმენებისგან შეირჩევა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც ევროპის ახალგაზრდულ თამაშებში (თბილისი 2015) იასპარეზებს.

აქ მორაგბეებზე ხელმძღვანელობა ძიუდოს მწვრთნელმა, გოჩა ბერაძემ გადაიბარა. სპორტსმენებმა ტატამს რამდენიმე წრე დაარტყეს, კარგა გვარიანად გახურდნენ და დადგა ჭიდაობის მასტერკლასის დროც.

„ბიჭები აქ საკმაოდ საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ, ვინაიდან ძიუდოს განსხვავებული სამწვრთნელო პროცესი აქვს, სხვა ტიპის ფიზ-მომზადებაა და კუნთების სულ სხვა ჯგუფს ადგება ძალა. დარწმუნებული ვარ ეს ვარჯიშები ბიჭებს მოედანზე რაქში თუ მოლში ორთაბრძოლისას წაადგებათ.“ განაცხადა 20-წლამდელების ფიზ-მომზადების მწვრთნელმა, გიორგი ნადარეიშვილმა.

როგორც გოჩა ბერაძემ, ვარჯიშის დასრულების შემდეგ განაცხადა, იგი ახალგაზრდა ბორჯღალოსნების ფიზ.მომზადებით კმაყოფილია „ბიჭები მაქსიმალურად დავღალეთ. მათ ფაქტიურად პირველი შეხება ჰქონდათ ტატამთან და კიმანოსთან, მაგრამ ჩანს რომ ძალიან ძლიერი ბიჭები არიან. ჩანს, რომ მათ მომზადებაში დიდი შრომაა ჩადებული. როგორც ძიუდოს სპეციალისტმა მინდა ვთქვა, რომ მორაგბეები ტოლს არ უდებდნენ ჩვენ ბიჭებს. ეგ კი არა, სხვა კუთხიდან, რომ შეგეხედა იფიქრებდი ძიუდოისტი ძიუდოისტს ეჭიდავებოდა.“

ერთობლივი წვრთნის მეორე ეტაპი 24 იანვარს, შევარდენის სანაკრებო ბაზის მოედანზე გაიმართა. აქ ძიუდოისტებს 20-წლამდელეთა სამწრთნელო შტაბთან ერთად, ეროვნული ნაკრების ფიზ.მომზადების მწვრთნელი, ირაკლი ჭყონია დახვდათ.

ორაგბეებმა და მოჭიდავეებმა მოედანს ჯერ რამდენიმე წრე დაარტყეს, მერე კი სპრინტერული ვარჯიშების და აჩქარებების გაკეთება მოუწიათ. გახურების შემდეგ სპეციპიური სარაგბო ვარჯიშების დრო დადგა.

„განსხვავებული სპორტებია და სპეციფიკიდან გამომდინარე, ძიუდოისტებს ადაპტირება მოუწიათ ჩვენს ფიზ-მომზადების ვარჯიშებთან. ვარჯიშებისდაგეგმვაც ამ სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება. მიუხედავად ამისა, მოჭიდავეებმა ყველაფერს ალღო კარგად აუღეს და ვარჯიშებს თავი კარგად გაართვეს. კარგი და ღონიერი ბიჭები არიან.“ განაცხადა ირაკლი ჭყონიამ.

Rugby.GE