2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ რუმინელთა კიპერმა ჩიპრიან ტატარუშანუმ განაცხადა, რომ პირველი გოლის ეპიზოდში მთავარი არბიტრი შეცდა, ვინაიდან თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
“მატჩის შედეგი არასამართლიანია. უკეთესი რეზულტატის ჩვენება შეიძლებოდა. თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო. მატჩის შედეგი მსაჯის მიერ დაშვებულმა შეცდომამ და მეტოქის კარგმა დარტყმამ გადაწყვიტა. ფრანგებს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ. მომდევნო შეხვედრაში ქულების აღება აუცილებელია”, – ციტირებს ტატარუშანუს სიტყვებს Dolce.