პორტუგალიის ნაკრების შემტევებმა კრიშტიანუ რონალდუმ და რიკარდო კუარეჟმამ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე უელსთან გასამართ მატჩამდე დრო იხელთეს და დარტსის თამაში მოასწრეს. ამის ამსახველი ფოტო რონალდუმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და უელსის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.