ტურინის „იუვენტუსს“ ახალწვეული ჰყავს. „ბიანკონერიმ“ კოლუმბიური „ენვიგადოს“ ნახევარმცველის ანდრეს ფელიპე ტელიოს ტრანსფერი დაადასტურეს.
როგორც ცნობილია, კოლუმბიელი იტალიურ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს. ამჟამად ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.
18 წლის ნახევარმცველი „ენვიგადოს“ ძირითად გუნდში 2014 წლიდან თამაშობდა და 16 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ტელიოს კოლუმბიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია. 17-წლამდელთა რიგებში მან ორჯერ ითამაშა, 21-წლამდელთა შემადგენლობაში კი ოთხჯერ. კოლუმბიის 20-წლამდელთა ნაკრების მაისურით ტელიომ 6 მატჩი ჩაატარა.