ტიტე: “რატომ ვარჩიე უილიანს ფილიპე კოუტინიო?”

ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა, ტიტემ იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გმოც ნაკრებში უილიანის ნაცვლად “ლივერპულის” ვარსკვლავი, ფელიპე კოუტინიო დააწინაურა.

“რატომ ვარჩიე კოუტინიო უილიანს? მას ტყუილად არ ეძახიან “პატარა ჯადოქარს” (“ლივერპულის” ფანებმა ასეთი სახელი შეარქვეს ფილიპეს). ასეთი გადაწყვეტილები მიღება ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობ, ახლა ეს სწორედ კოუტინიოს მომენტია.

თავისი პასებით კოუტინიოს მეტოქის დაცვის გაჭრა შეუძლია, ამასთანავე ის საკმაოდ კარგად ქმნის სივრცეებსაც შეტევისთვის. მომწონს მისი მობილურობა. ბოლო თამაშებში ის საკმაოდ კარგად ეხმარებოდა გუნდს.”

„კოუტინიოს შეუძლია, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს“

ბრაზილიის ნაკრებსი ექს-მცველმა ლუსიომ თანამემამულე ფელიპე კოუტინიო შეაქო.

„ძალიან მხიარია, რომ „ლივეპრულში“ მას ყველაფერი გამოსდის. კოუტინიოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოსაყალიბებლად საკმარისი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ყველაფერი მისი გარემოსგან იქნება დამოკიდებული.

როდესაც ის „ინტერში“ ირიცხებოდა, თამაში იშვიათად უწევდა. ჩვენ დავმეგობრდით და ახლოს ვცხოვრობდით. ჩემმა ოჯახმა მისი ოჯახის წევრები გაიცნო და მას მხარს ვუჭერდით. ყველაფერი,რ ასაც ფელიპემ მიაღწია, მისი ოჯახისა და მეუღლის დამსახურებაა“, – ციტირებს ლუსიოს „სქაი სპორტსი“.

კოუტინიომ კინაღამ უდიდესი ცოდვა – კაცის მკვლელობა დაიდო

“სტოკის” გულშემატკივარი, მის გუნდს ისე აფანატებს, რომ “ლივერპულთან” გაშვებული გოლის შემდეგ რეანიმაციაში მოხვდა.

გამოცემა Liverpool Echo-ს ინფორმაციით, პრემიერ ლიგის პირველ ტურში, “სტოკის” მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე, ფილიპე კოუტინიოს გოლის გამო “პოტერთა” გულშემატკივარი გულის შეტევით რეანიმაციაში გადაიყვანეს.

საბედნიეროდ, სამედიცინო შტაბმა ინფორმაცია მალევე გაიგო და ფანის გადარჩენა შეძლეს.

“სტოკის” რამდენიმე ფეხბურთელმა, მათ შორის ჩარლი ადამმაც ამ გულშემატკივარს გამოჯანმრთელება უსურვა.

5 ფეხბურთელი, რომლებიც მომავალში შესაძლოა თავიანთი გუნდის ლეგენდები გახდნენ

Fanebi.Com წარმოგიდგენთ იმ 5 ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელთაც მომავალში კარგი შანსი აქვთ, მათი გუნდების ლეგენდები გახდნენ.

5. ჯეკ უილშირი – 23 წლის ფეხბურთელს აქვს კარგი შანსი, გახდეს ლონდონელთა ლეგენდა. ინგლისელი “მეთოფეთა” ერთგულია, რაზეც მიუთითებს ის ფაქტიც, რომ უილშირმა აგენტის ყოლაზე უარი განაცხადა, რადგან არ სურს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოება.

Jack_Wilshere

4. ფილიპე კოუტინიო – 22 წლის სუპერ-ბრაზილიელს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რათა მომავალში მერსისაიდელთა ლეგენდა იყოს. ის უკვე ამჟამადაა “წითლების” ლიდერი, რომელიც ყოველ მატჩში ახერხებს პუბლიკის გაოცებას. ფელიპემ დაამტკიცა, რომ მისთვის არამედ ფული, არამედ ფეხბურთია მთავარი და რამდენიმე ხნის წინ “ლივერპულთან” ახალი კონტრაქტიც გააფორმა.

cou

3. პოლ პოგბა – 21 წლის მიუხედავად, ფრანგი “იუვენტუსის” ნამდვილი ლიდერი და ნახევარდაცვის დირიჟორია, ანდრეა პირლოსთან ერთად. იგი თუ უერთგულებს ტურინულ კლუბს, მომავალში აუცილებლად გახდება “ბებერი სინიორების” ლეგენდარული ფეხბურთელი.

paul

2. ედენ აზარი – უდავოა, რომ 24 წლის ფეხბურთელი ამჟამად “ჩელსის” ლიდერია. ჟოზე მოურინიო გუნდის თამაშს სწორედ ბელგიელზე აწყობს და თუ ედენი ფორმაში არაა, მაშინ “არისტოკრატთა” საქმე კარგად არ არის.

eden

1. ნეიმარი – 23 წლის ბრაზილიელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს კატალონიურ კლუბში, რაც “ბლაუგრანას” შედეგზეც მშვენივრად აისახა. ბრაზილიელი ლეოსთან ერთად “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ლიდერია და დარწმუნებული ვარ, ნეიმარი სულ მალე “ბარსელონას” ლეგენდარული თავდამსხმელი იქნება.

neymar

კოუტინიო და ჰენდერსონი „ბეშიქთაშთან“ ვერ ითამაშებენ

„ლივერპული“ „ბეშიქთაშთან“ ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს დანაკარგით ხვდება. ხსენებულ შეხვედრაში მერსესაიდელებს ნახევარმცველები ფილიპე კოუტინიო და ჯორდან ჰენდერსონი ვერ დაეხმარებიან. როგორც ცნობილია, ორივე ფეხბურთელი ახლაც ტრავმირებულია.

გარდა ამისა, „წითლების“ შემადგენლობაში ვერც გლენ ჯონსონი და მამადუ სახო ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი „ლივერპულმა“ მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო, როდესაც დანიშნული პენალტი მარიო ბალოტელიმ გაიტანა

აზარი, როისი და კიდევ 8 ფეხბურთელი, რომლებმაც გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმეს

ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმ 10 ფეხბურთელს, რომელთაც თავიანთ კლუბებთან ახლახანს გააფორმეს ახალი ხელშეკრულება.

პადი მაკნეირი – “მანჩესტერ იუნაიტედთან” 19 წლის მცველმა 2017 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

Manchester United v Crystal Palace - Premier League

ანტონიო ბარაგანი – “ვალენსიას” მარჯვენა მცველი გუნდში 2017 წლამდე დარჩება.

bar

ფრედი – 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის “გმირმა” “ფლუმინენსესთან” თანამშრომლობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადაწყვიტა.

Fluminense v Corinthians - Brasileirao Series A 2014

გრანიტ ჯაკა – 22 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი “ბორუსია მ”-ში 2019 წლამდე იასპარეზებს.

j

კევინ ტრაპი – 24 წლის მეკარე “აინტრახტში” 2019 წლამდე იმუშავებს.

trapi

ფრანსის კოკელენი – ფრანგი კიდევ 4 წელი ლონდონურ გუნდში იასპარეზებს.

Arsenal's Francis Coquelin is challenged by Manchester City's David Silva during their English Premier League soccer match in Manchester

მარკო როისი – მიუხედავად ბუნდესლიგაში წარუმატებელი სეზონისა, გერმანელი ნახევარმცველი 2019 წლამდე კვლავ უერთგულებს “ბორუსია დორტმუნდს”.

reus

ჰარი კეინი – ინგლისელმა ახალგაზრდამ “ტოტენჰემის” ფანები გაახარა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ჰარი ლონდონელებისთვის 2020 წლამდე შეუტევს.

KANE

ფელიპე კოუტინიო – ბრაზილიელი “ჯადოქარი” მერსისაიდულ გუნდში 2020 წლამდე ითამაშებს.

BRAZ

ედენ აზარი – ბელგიელმა შემტევმა “ჩელსისთან” ახალ, ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

Eden Hazard of Chelsea celebrates scoring against Aston Villa during their English Premier League soccer match at Villa Park, Birmingham

„ლივერპული“ კოუტინიოსთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ფელიპე კოუტინიოსთან გრძელვადიანი კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ცნობილია, მერსესაიდელები ბრაზილიელთან არსებულ შეთანხმებას 2020 წლამდე გაახანგრძლივებენ.

„კოუტინიო ჩინებულად თამაშობს. თუ ფელიპე პროგრესს გააგრძელებს, მაშინ, თავის პოზიციაზე იგი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება“, – შეაქო კოუტინიო „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა.

ცნობისთვის, წინა კონტრაქტი მხარეებს 2018 წლამდე აკავშირებდათ.