როდის დაიწყებს ახალი სეზონისთვის მზადებას „ბარსელონა“?

ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის ჩემპიონატისა და და თასის გამარჯვებულის კატალონიის „ბარსელონას“ ახალი სეზონისთვის მზადების დაწყების თარიღი ცნობილია.

ლუის ენრიკეს გუნდი 13 ივლისს შეიკრიბება. ამ დღეს კლუბთან ერთად კლაუდიო ბრავოს, ნეიმარის, დანი ალვესის, ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს გარდა, ყველა ივარჯიშებს. ხსენებულ მოთამაშეებს „კოპა ამერიკაში“ მონაწილეობის მიღებისთვის დამატებით დასვენების საშუალებას მისცემენ.

21 ივლისიდან 2 აგვისტომდე „ბარსა“ ამხანაგურ ტურნირზე საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ითამაშებს, რომლის მიმდინარეობისას ევროპული ფეხბურთის სხვა გრანდებს შეხვდება.

11 აგვისტოს კატალონიელები თბილისში ჩამოვლენ, სადაც „სევილაისთან“ უეფა-ს სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში ითამაშებენ, რის შემდეგაც ლუის ენრიკეს გუნდს ბილბაოს „ატლეტიკთან“ ესპანეთის სუპერთასის ორი მატჩი ელის.

„ბარსელონას“ მომავალი ვარსკვლავების ხუთი გამორჩეული გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ „ბარსელონას“ სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის ბოლო ტურის მატჩების ხუთი ყველაზე გამორჩეული გოლების ამსახველ ვიდეოს.