“ვესტ ჰემის” თავდამსხმელი, დიაფრა სახო “სტოკთან” მატჩში(1:1) სერიოზულად დაშავდა.
სენეგალელს ბარძაყის კუნთების დაჭიმულობა აწუხებს.
“შესაძლოა, ის დაბრუნდეს სეზონის ბოლოს ან საერთოდ ვერა. ასეთი ტრავმა დიდ ყურადღებას იმსახურებს, რათა შემდგომში უფრო არ გართულდეს,”-განაცხადა ელერდაისმა.
მიმდინარე სეზონში, სახომ პრემიერ ლიგაში 22 მატჩი გამართა, გაიტანა 10 გოლი და გააკეთა ორი შედეგიანი გადაცემა.