„რეალის“ კიდევ ერთი ახალი მეკარე: „დარწმუნებული ვარ, მთავარ გუნდში ვითამაშებ“

მეკარე კარლოს აბად-ერნანდესი იჯარით მადრიდის „რეალის“ სარეზერვო გუნდში (კასტილიაში) ითამაშებს. ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ „ტენერიფესთან„ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა „სამეფო კლუბში“ ის ორწლიანი იჯარით ჩაირიცხა, რის შესახებაც ესპანური გამოცემა AS-ი წერს.

წყაროს ინფორმაციით, სეზონის ბოლოს „რეალს“ აბადის კონტრაქტის გამოსყიდვა ორ მილიონ ევროდ შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი გრანდი ამ გოლიპერის ერთი წლით გვიან შენარჩუნებას ისურვებს, მას სამი მილიონის გადახდა მოუწევს.

„ჩემი დიდი ხნის ოცნება რეალობად იქცა. დარწმუნებული ვარ, რომ „რეალის“ მთავარ გუნდში ვითამაშებ“, – განაცხადა თავად აბად-ერნანდესმა.

“კასტილიაში” ედეგორის გადასვლის შემდეგ გუნდი პირველიდან მერვე პოზიციამდე დაქვეითდა

მადრიდის “რეალის” მეორე გუნდმა “კასტილიამ” სეგუნდა B-ს 37-ე ტურში “გვადალახარასთან” ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა და სეგუნდადივიზიონში აღზევების თეორიული შანსი მოისპო. გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ზინედინ ზიდანის გუნდს სატურნირო ცხრილში მერვე ადგილი უკავია.

აღსანიშნავია, რომ სეზონის მიმდინარეობისას “კასტილიას” პირველი პოზიცია ეკავა, თუმცა მარტინ ედეგორის გადმოსვლის შემდეგ, გუნდმა 15 ტურში შესაძლო 45 ქულიდან მხოლოდ 15 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა.

 

ედეგორი “რეალის” დუბლებში ვარჯიშზე უარს ამბობს

მადრიდის “რეალში” მარტინ ედეგორის ინტეგრაციის პროცესი არც ისე მარტივად მიმდინარეობს, როგორც ბევრს ეგონა. 16 წლის თავდამსხმელი დუბლებში ვარჯიშზე უარს ამბობს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ კონტრაქტში წერია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა კვირაში მინიმუმ ხუთი დღე ძირითად გუნდთან ერთად უნდა ივარჯიშოს. ედეგორი “კასტილიას” (“რეალის” მეორე გუნდი) მხოლოდ მატჩების წინ უერთდება.

“კასტილიას” სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელთან და მის მამასთან რამდენჯერმე გამართა მოლაპარაკება, რათა ედეგორი დაერწმუნებინა, რომ მეორე გუნდის წევრების უკეთესი ურთიერთგაგებისთვის მათთან უფრო მეტი დრო უნდა გაატაროს, თუმცა ნორვეგიელი უარზეა.

“კასტილიას” ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ ედეგორი მეორე გუნდში თამაშისგან თავს არ იწუხებს, ის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსთან ყოფნით არის დაინტერესებული.

“კასტილიას” მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ, ბოლო ორ მატჩში ედეგორი სათადარიგოთა შორის დაეტოვებინათ, რადგან ის გუნდურ თამაშში ნაკლებად მონაწილეობს.

 

როგორი დებიუტი გამოუვიდა ედეგორს „რეალის“ შემადგენლობაში (ვიდეო)

მადრიდის „რეალის“ ახალწვეულმა მარტინ ედეგორმა „სამეფო კლუბის“ კასტილიას რიგებში თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ზიდანის გუნდმა ოთხშაბათს ჩნურ „ბეიჯინგ გუოანს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა შედეგიანი ფრით 3:3 დასრულდა.