როგორც ჩანს, მარიო ბალოტელის ერთ ადგილას ყოფნა მობეზრდა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნიცას” დატოვებას აპირებს. თუმცა, ამისათვის იტალიელმა თავდამსხმელმა დიდი კლუბისგან უნდა მიიღოს შეთავაზება.
“ჩემი მთავარი მიზანი დიდ კლუბში დაბრუნებაა, მინდა კიდევ მოვიგო მნიშვნელოვანი ტიტული.ამ მიზნით უკვე ვესაუბრე მინო რაიოლას და ვკითხე: “რას ვაპირებთ იანვარში”?, მან კი მიპასუხა, რომ არაფერი იცოდა.
დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი დიდ კლუბში, სადაც ჩემს უკან ძლიერი გუნდი იქნება. მინდა ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშო და კვლავ მოვიგო. კარიერის დასრულებაზე ფიქრი ახლა ნამდვილად ადრეა, ჯერ 27 წლის ვარ და წინ 6-7 წელი მაქვს. ახლა მხოლოდ წინსვლაზე ვფიქრობ.
“სიტი”? ეს კლუბი ძალიან მიყვარს, იქ გატარებული დრო საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში და უფასოდაც დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი მანჩესტერში,” – აცხადებს ბალოტელი.