გუგა ფალავანდიშვილი კარიერას კვიპროსის “ეთნიკოსში” გააგრძელებს

სულ ცოტა ხნს წინ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის “ტოპრედოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, გუგა ფალავანდიშვილი კვიპროსის “ეთნიკოსში” იასპარეზებს.

აღნიშნული გუნდი ამ მომენტისთვის ქვეყნის ჩემპიონატში 17 ქულით მეცხრე ადგილზეა. აქვე გეტყვით, რომ “ეთნიკოსში” ორი ქართველი ფეხბურთელი, მცველი – გია გრიგალავა და შემტევი – გიორგი ილურიძე ირიცხებიან.

23 წლის ფალავანდიშვილი აქამდე  “გაგრაში” (2011-2014), თბილისის “დინამო II”-ში (2013-2014), გორის “დილაში” (2014-2016) და უკვე ნახსენებ ქუთაისის “ტორპედოში” (2016) გამოდიოდა. მას ეროვნულ ნაკრებში 2015 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გიბრალტარის წინააღმდეგ ერთი შეხვედრა (33 წთ.) აქვს ჩატარებული.

გუგა ფალავანდიშვილი: “ტორპედომ” ფინალში მოსახვედრად რთული გზა გაიარა”

ხვალ, 19:00 საათზე დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება. ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” ერთმანეთს მარტვილის “მერანი” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდებიან.

Fanebi.Com-ი ქუთაისური კლუბის ერთ-ერთ ლიდერს, გუგა ფალავანდიშვილს დაუკავშირდა და მას წინასამატჩოდ კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“ტორპედომ” ფინალში მოსახვედრად რთული გზა გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ  პირველი ლიგის სამი გუნდი შეგვხვდა, მათთან უშეღავათო ბრძოლა გამოვიარეთ. მათ ნამდვილად ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ხოლო, შემდგომ “დინამოსთან” თამაში, რომელიც მაყურებელმა ნახა და შეაფასა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ამ სეზონში.”

“ფინალში რთული მეტოქე გვყავს. “მერანის” ძალა დადასტურდა უკვე იმით, რომ მათ უმაღლესი ლიგის 5 გუნდი გამოთიშეს ასპარეზობას; მათ შორის, თეთრი ჯგუფის ჩემპიონი “ჩიხურაც”. მათთან ნამდვილად ურთულესი ბრძოლა მოგვიწევს, ამიტომ შანსები თანაბარია. ყველაფერს გავაკეთებთ ტიტულის მოსაგებად!” – განუცხადა ჩვენს საიტს ფალავანდიშვილმა.

 

 

 

ფალავანდიშვილი: “მიზანი ჯგუფურ ეტაპზე თამაშია”

როგორც იცით, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა, სადაც მეორე საფეხურიდან ტურნირში ჩაერთვება ქართული გორის “დილა”.

შიდა ქართლურ გუნდს მეორე ეტაპზე სერბული, ბელგრადის “პარტიზანი” დაუპირისპირდება. წილისყრის შედეგებსა და მიმდინარე სეზონის მიზნებზე FANEBI.COM-თან კომენტარი “დილას” ნახევარმცველმა, გუგა ფალავანდიშვილმა გააკეთა.

“ნაწილობრივ, კენჭისყრით კმაყოფილი ვარ, რადგან უფრო რთული მეტოქეც შეიძლებოდა და ასევე უფრო სუსტიც. საკმაოდ ძლიერი გუნდია “პარტიზანი” და დიდი სიფრთხილით და ყურადღებით მოვეკიდებით ამ ეტაპს. რაც შეეხება მიზანს, შეიძლება ბევრი ეტაპის დაძლევა და მიზანი, ჩეპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშია”.

გუგა ფალავანდიშვილი: „ვეცდებით გულშემატკივარს მადლობა ჩვენი კარგი თამაშით გადავუხადოთ“

XXVI ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისში გორის „დილაში“ საკმაოდ საინტერესო და ნიჭიერი ნახევარცველი გუგა ფალავანდიშვილი გამოჩნდა. თავიდანვე თავისი შრომისუნარიანობითა და თავდადებული თამაშით გულშემატკივრებში დიდი სიმპათია დაიმსახურა და იგი დღეს „დილას“ ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მოიაზრება. მან ჩვენი ვებ-გვერდისთვის მცირე კომენტარი გააკეთა.

 

გუგა ფალავანდიშვილი: „კარიერა გაგრის საფეხბურთო კლუბში დავიწყე, სადაც ბავშვობის პერიოდში პაატა გოცირიძემ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს სწორად განვითარებაში. შემდეგ გადავედი თბილისის „დინამო 2“-ში, რომელსაც ჩვენი ამჟამინდელი თავკაცი უჩა სოსიაშვილი წვრთნიდა. უჩამ თავიდანვე გამომიცხადა ნდობა და სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი გორის „დილაში“ მოწვევაც. რაშიც მისი ძალიან დიდი მადლიერი ვარ.

გორის „დილა“ ჩემი პირველი უმაღლესი ლიგის გუნდი გახლდათ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უჩა სოსიაშვილს ნდობისთვის და ვფიქრობ, რომ ვამართლებ ჩემდამი გამოცხადებულ ნდობას. მოვხვდი ძალიან კარგ გუნდში როგორც მწვრთნელების, ასევე ხელმძღვანელების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ჩვენს მიერ ჩატარებულ პირველ წრეს, ვთვლი რომ შედეგი დამაკმაყოფილებელია. რომ არა რამოდენიმე შეხვედრაში დასანანად დაკარგული ქულები, პირველ წრეს პირველ ადგილზე დავასრულებდით. ამჟამად გუნდი თურქეთში ნაყოფიერ შეკრებას გადის. ჩავატარეთ სამი ამხანაგური შეხვედრა და ჩემი აზრით, ამ მატჩებში ურიგოდ არ გვიასპარეზია. ამ ეტაპზე აქცენტი გადატანილია თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვფიქრობ, რომ ეს შეკრება ნაყოფიერად ჩაივლის და გუნდი კვლავ ითამაშებს ლამაზ და გააზრებულ ფეხბურთს.

აქვე მინდა ჩვენს გულშემატკივრებს თანადგომისათვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომელსაც ისინი ჩვენს მიმართ იჩენენ და ამას ყველგან ვგრძნობთ. გორში თითოეული შეხვედრა ზეიმის ტოლფასია და ჩვენც ფეხბურთელებს გვინდა მადლობა გულშემატკივრებს კარგი და შედეგიანი თამაშით გადავუხადოთ.“

„დილას“ პრესსამსახური